ელენე ხოშტარია - ძალიან პასუხისმგებლობით და თავგანწირვით სავსე გადაწყვეტილებაა - ნიკა მელიამ აჩვენა, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის მზად არის საკუთარი თავი გადადოს

ძალიან პასუხისმგებლობით და თავგანწირვით სავსე გადაწყვეტილებაა - ნიკა მელიამ აჩვენა, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის მზად არის საკუთარი თავი გადადოს, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას, რომ მასობრივი შიმშილობის აქციას იწყებენ.

ხოშტარიას შეფასებით, ნიკა მელია მზად არის რაციონალურად იბრძოლოს იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები აღდგეს.

„ძალიან პატივსაცემია ნიკა მელიას აღნიშნული ნაბიჯი... ძალიან პასუხისმგებლობით და თავგანწირვით სავსე გადაწყვეტილებაა - ნიკა მელიამ აჩვენა, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის მზად არის საკუთარი თავი გადადოს და რაციონალურად და მშვიდობიანად იბრძოლოს იმისთვის, რომ გავიდეთ მშვიდობიან გზაზე და მათ შორის, აღვადგინოთ მიხეილ სააკაშვილის უფლებები, რომელიც დღეს არის გათელილი“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს