ლევან ხაბეიშვილი - შიმშილობა არის პროტესტის უკიდურესი და ყველაზე მშვიდობიანი აქტი - არ გვინდა, ხელი შეეშალოს მოლაპარაკების პროცესს, გვინდა, დაჩქარებული იყოს

შიმშილობა არის პროტესტის უკიდურესი და მათ შორის, ყველაზე მშვიდობიანი აქტი, ჩვენ არ გვინდა, რომ ხელი შეეშალოს რაიმე მოლაპარაკების პროცესს, ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს დაჩქარებული, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან მასობრივი შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს იქნება სავარაუდოდ ყველაზე გრძელვადიანი შიმშილობა, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ.

" ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს ყოველდღიურ რეჟიმში აქვს პრობლემა და სანამ იქნება პოლიტიკური კრიზისი, მანამდე არ ეშველება არც ეკონომიკას, არც სოციალურ მიმართულებას და არაფერს, სანამ ეს კრიმინალური მთავრობა მართავს ამ სიტუაციას ისე როგორც მას უნდა, უსამართლოდ, ქვეყანაში არაფერი არ შეიცვლება. ამიტომ ეს ყველაზე მძიმე აქტი, რომელიც დაიწყო პარტიამ და კონკრეტულ ადამიანებს აქვთ მიღებული გადაწყვეტილება, რომ იშიმშილონ და ყველაზე დიდი შიმშილობა იქნება ასეთი ეჭვი მაქვს, მანამ სანამ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი და არ დასრულდება პოლიტიკური მართლმსაჯულება. როცა შევთანხმდებით თამაშის სამართლიან წესებზე, მაშინ ეშველება ჩვენს ქვეყანას და მოქალაქესაც, ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ვინ რა დოზით უნდა იყოს ხელისუფლებაში და არა ისე, რომ არჩევნებს გვართმევენ ყველა ჯერზე, როცა მოესურვებათ", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ მასობრივი შიმშილობის აქციას იწყებს. გადაწყვეტილება პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ გააცნო.

მისი განცხადებით, შიმშილობის აქცია იქამდე არ შეწყდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.

როგორც მელიამ აღნიშნა, შიმშილობას "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისის ტერიტორიაზე დაიწყებენ, სადაც ამ წუთებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეწყობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა