„ნაციონალური მოძრაობის“ დაგეგმილ მასობრივი შიმშილობის აქციას სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდნენ

“ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ მასობრივი შიმშილობის პროტესტს ათამდე სამოქალაქო აქტივისტი, მათ შორის, ნიკა ფარულავაც უერთდება. როგორც ფარულავამ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა, წნეხის გაზრდა პოლიტიკური დევნის შეწყვეტისთვის მნიშვნელოვანია.

“მნიშვნელოვანია წნეხის გაზრდა პოლიტიკური დევნის შეწყვეტისთვის, იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში არასდროს იყოს მაგალითად, რამაზ გერლიანის გაუჩინარების მსგავსი ქეისები, დასრულდეს ავტორიტარიზმი და დიქტატურა. როდესაც საზოგადოებას ვთხოვთ, უნდა გამოფხიზლდნენ და შემოუერთდნენ წინააღმდეგობის მოძრაობას ამისთვის საჭიროა ნახონ, რომ შენ ყველაფერზე ხარ წამსვლელი და პროტესტის უკიდურეს ზომებსაც მიმართავ. სწორედ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება” , - განაცხადა ნიკა ფარულავამ.

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისის ეზოში კარვები გაშალეს, სადაც პარტიის წევრები პროტესტის ნიშნად დღეიდან შიმშილობას გეგმავენ. ამ დროისთვის ტერიტორიაზე ორი კარავია გაშლილი.

მასობრივი შიმშილობის დაწყების შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, შიმშილობის აქცია იქამდე არ შეწყდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა