სალომე ზურაბიშვილმა, რელიგიური კონფესიებისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რელიგიური კონფესიებისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პრეზიდენტის სასახლეში სტუმრად იმყოფებოდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული ინტერრელიგიური სათათბიროს წევრები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან დეკანოზი არჩილ ხაჩიძე, საქართველოს შეიხი, რამინ იგიდოვი, დასავლეთ საქართველოს მუფტი, ადამ შანთაძე, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, ეტიბარ ემინოვი, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმომადგენელი, მამა ნარეკ კუშიანი, თბილისის დიდი სინაგოგის თავმჯდომარე, მერაბ ჩანჩალაშვილი და რაბინი რახამინ მურდუხაშვილი, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი, მარკუს შოხი, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის პასტორი ჩარლზ ჰობლიცი და პასტორი კახაბერ ჩხაიძე, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის ეპისკოპოსი გია კანდელაკი, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის უფროსი პასტორი, გიორგი ჩიტაძე, საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს თავმჯდომარე, დიმიტრი ფირბარი, სახარების რწმენის ეკლესიის პასტორი, გურამ იმერლიშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე და პროტოკოლის მენჯერი გვანცა ცხოვრებაძე.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტს სტუმრები წარუდგინა და სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები გააცნო რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ. მისი თქმით, ის ტოლერანტული გარემო, რომლითაც საქართველო მსოფლიოში გამორჩეული ქვეყანაა, სხვებთან ერთად, სწორედ რელიგიური ლიდერების დამსახურებაა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დამდეგი ახალი, 2022 წელი მიულოცა მოწვეულ სტუმრებს და ისურვა, რომ მომავალი წელი საქართველოსთვის ეროვნული ერთობით გამორჩეული იყოს, რადგან სწორედ ეროვნული თანხმობა მოგვცემს საშუალებას, რომ ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს