გრიგოლ გეგელია - მესმის "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილების - სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, ის სამართლიანი სასამართლოს უფლებით არ სარგებლობდა და არ სარგებლობს

რასაკვირველია, მესმის მათი გადაწყვეტილების, რაც შეეხება პრობლემის გადაჭრას, პრობლების რეალური გადაჭრა სამართლიანი სასამართლოს შექმნაშია , - ასე შეაფასა „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, მასობრივი შიმშილობის პროტესტის დაწყებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ვიდრე ამ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო არ იქნება, პოლიტიკურ დევნას ყოველთვის ექნება ადგილი.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია.

„რასაკვირველია, მესმის მათი გადაწყვეტილების. იმ პირობებში, რომელშიც კონკრეტულად „ნაციონალურ მოძრაობა“ და ეს ქვეყანა იმყოფება, ჩემთვის გასაგები გადაწყვეტილებაა.

რაც შეეხება პრობლემის გადაჭრას, პრობლების რეალური გადაჭრა სამართლიანი სასამართლოს შექმნაშია. ვიდრე ამ ქვეყანაში არ გვექნება სამართლიანი სასამართლო, არ გვექნება არაფერი. სააკაშვილი იქნება თუ სხვა გვარი იქნება, ყოველთვის გვექნება პოლიტიკური დევნა პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, საზოგადოებაში ყოველთვის გვექნება ექსტრემალური პოლარიზება, რაც შეუძლებელს გახდის საჯარო დებატს.

სააკაშვილი არის პოლიტიკურ პატიმარი და მართლმსაჯულების მსხვერპლი და საგანი. ის სამართლიანი სასამართლოს უფლებით არ სარგებლობდა და არ სარგებლობს. ის არ განუსჯია სამართლიან სასამართლოს და ამიტომ ვამბობთ, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს