ლევან იოსელიანი - სააკაშვილის გათავისუფლების გარდა სხვა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხებია, რაზეც „ნაცმოძრაობას“ უღირს, დაფიქრდეს - შიმშილობა, როგორც პროტესტის ფორმა, ევროპაში მოძველებულია და არავინ აღარ იყენებს

შიმშილობა მათი კონსტიტუციური უფლებაა, მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობა, როგორც პროტესტის ფორმა, ევროპაში აბსოლუტურად მოძველებულია და არავინ აღარ იყენებს, ახლა ჩვენ მაინც, ამ თვალსაზრისით ჩამორჩენილი, არშემდგარი დემოკრატიის ქვეყანა ვართ, გვეპატიება შიმშილობაც , - ასე შეაფასა „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, მასობრივი შიმშილობის პროტესტის დაწყებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, გარდა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა, არის რიგი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაინტერესებული უნდა იყოს.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გარდა, არის კიდევ სხვა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რაზეც „ნაციონალურ მოძრაობას“ უღირს, რომ დაფიქრდეს, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმა, რაც მნიშვნელოვანი საკითხია მათი გადმოსახედიდანაც - არაერთხელ უთქვამთ ამის შესახებ.

2024 წლის არჩევნები როგორ ჩატარდება ამ ქვეყანაში, ეს არის საკითხი, რაზეც საჭიროა რაღაც ტიპის კონსოლიდაცია პოლიტიკური პარტიებს შორის, თორემ ამ საკითხს გატანა არ უწერია. თუ ასეთი დიალოგი არ დაიწყება პოლიტიკურ პარტიებს შორის და ზოგადად, არ გავიგებთ ერთმანეთზე რატომ ვართ ნაწყენი, მაგალითად, მე ვერ გავიგებ რას მემდურის „ნაციონალური მოძრაობა“ და არ მეტყვიან რაზე მემდურიან, რასაც ან მივიღებ ან არა, - ყოველ შემთხვევაში ქვების სროლას არ დავიწყებ, მანამდე რთული იქნება ოპოზიციის შიგნით რაღაც საერთო გვქონდეს მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. ამისთვის საჭიროა გახსნილი დიალოგი და მათი მონაწილეობა.

შიმშილობით შეიძლება იშიმშილო, ეს არის მათი კონსტიტუციური უფლება. მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობა, როგორც პროტესტის ფორმა, ევროპაში აბსოლუტურად მოძველებულია და არავინ აღარ იყენებს პროტესტის ამ ფორმას, ახლა ჩვენ მაინც, ამ თვალსაზრისით ჩამორჩენილი, არშემდგარი დემოკრატიის ქვეყანა ვართ, გვეპატიება შიმშილობაც, მაგრამ ეს ბოიკოტი აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა