ანა დოლიძე - ხელისუფლება იყენებს სააკაშვილის ვითარებას, რომ პასუხისმგებლობას ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე დაემალოს - დღეს თბილისი არის 20-იანი წლების ჩიკაგო

ხელისუფლება თავიდან ბოლომდე იყენებს შექმნილ სიტუაციას და მიხეილ სააკაშვილის ვითარებას იმისთვის, რომ ქვეყანაში ყველანაირ პასუხისმგებლობას დაემალოს - დღეს ძალადობის დონით, თბილისი არის 20-იანი წლების ჩიკაგო , - ამის შესახებ „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, მასობრივი საპროტესტო შიმშილობასთან დაკავშირებით, ანა დოლიძის თქმით, უთანაგრძნობს ყველა იმ ადამიანს, ვინც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, დღეს ქვეყანაში ძალადობის დონე მაღალია.

„მიუხედავად იმისა, რომ პარტია „ხალხისთვის“ არის დამოუკიდებელი პარტია, ვგულისხმობ, რომ არცერთ პოლუსთან არ ვართ, ადამიანურად შეიძლება ვუთანაგრძნო ხალხს, რომელიც შიმშილობს და ასეთ უკიდურეს ფორმამდე მიდის, რაც არის შიმშილობა, მაგრამ მთავარი კითხვა აქ უნდა იყოს შემდეგი - წესით, როდესაც ოპოზიციური პარტია რაღაც საპროტესტო ღონისძიებებს აწყობს, საკუთარი ლიდერის დაკავებას ჩივის, ჩვენს დღის წესრიგში დომინანტი უნდა იყოს ხელისუფლება, თავისი დღის წესრიგით. სახელმწიფოს მართვის პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას და წესით, მას უნდა მიჰყავდეს დღის წესრიგი. ამის მაგივრად, ის თავიდან ბოლომდე იყენებს შექმნილ სიტუაციას და მიხეილ სააკაშვილის ვითარებას იმისთვის, რომ ყველანაირ პასუხისმგებლობას ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე დაემალოს.

დღეს ძალადობის დონით, თბილისი არის 20-იანი წლების ჩიკაგო. ყოველ დღე ქუჩაში არის ცხელი ომი. ძალადობის დონე ჩვენს ქვეყანაში არის უზარმაზარი. რამაზ გერლიანს, ეკონომიკის ექსპერტს, ერთი თვე ჰქონდა ძალადობასთან დაკავშირებით შეტანილი განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში, რაზეც არავითარი რეაგირება არ მიუღია“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა