ნიკა მელია - მოშიმშილეთა სია დგება - ამ წუთის მდგომარეობით, რაც შემიძლია დავადასტურო, 300-ზე მეტი ადამიანია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 300-ზე მეტი ადამიანი იწყებს შიმშილობას.

„უმწვავესი ბრძოლის მეთოდები, რა თქმა უნდა, გამოსაყენებელია. რთულია, განსაკუთრებით დეკემბრის თვეში. ორჯერ უფრო რთულია შიმშილობა ღია ცის ქვეშ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მასობრივი შიმშილობა იწყება.

სია დგება. ამ წუთის მდგომარეობით, რაც შემიძლია დავადასტურო, 300-ზე მეტი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ასეული შემოგვიერთდება“, - განაცხადა ნიკა მელიამ "მთავარი არხის" ეთერში.

„ნაციონალური მოძრაობა“ მასობრივი შიმშილობის აქციას იწყებს. "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებით, შიმშილობის აქცია იქამდე არ შეწყდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.

იხილეთ ვიდეო:შიმშილობის მასობრივ აქციას 300-ზე მეტი ადამიანი უერთდება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო