„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან კარვებში მხარდამჭერებმა შიმშილობა დაიწყეს

“ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისთან, სადაც კარვებია გაშლილი, პროტესტის ნიშნად პარტიის მხარდამჭერებმა შიმშილობა დაიწყეს.

პარტიის ეზოში ამ დროისათვის ოთხი კარავია გაშლილი, სადაც მოშიმშილეები იმყოფებიან და პროტესტის ამ ფორმით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მასობრივი შიმშილობის პროტესტს უერთდებიაბ პოლიტიკოსები: აკაკი მინაშვილი, გიორგი ბარამიძე, ასევე სამოქალაქო აქტივისტები.

როგორც ცნობილია, მასობრივი შიმშილობის აქციის დაწყების შესახებ საზოგადოებას პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აცნობა. მისი განცხადებით, შიმშილობა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე არ გათავისუფლდება პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილი.

ნიკა მელიას ინფორმაციით, მოშიმშილეთა სიის შედგენა მიმდინარეობს.

"ამ წუთის მდგომარეობით, რაც შემიძლია დავადასტურო, 300-ზე მეტი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ასეული შემოგვიერთდება“, - განაცხადა ნიკა მელიამ "მთავარი არხის" ეთერში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს