ნიკა მელია - რეჟიმი იძულებულ მდგომარეობაში ჩადგება, მოცემულობა და სტატუს-კვო შეცვალოს

დავიწყეთ მასობრივი, უვადო, საპროტესტო შიმშილობა, რომელმაც ტყვეები უნდა იხსნას რეჟიმისგან. არაძალადობრივი საპროტესტო აქცია, თუნდაც უმწვავესი, დარწმუნებული ვარ, გახდება წინაპირობა, რომ რეჟიმი იძულებულ მდგომარეობაში ჩადგება, ეს მოცემულობა და სტატუს-კვო შეცვალოს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ოპოზიციონერმა ლიდერმა აღნიშნა, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე კონკრეტული შედეგი არ იქნება მიღწეული.

„დავიწყეთ მასობრივი, უვადო, საპროტესტო შიმშილობა, რომელმაც ტყვეები უნდა იხსნას რეჟიმისგან. არაძალადობრივი საპროტესტო აქცია, თუნდაც უმწვავესი, დარწმუნებული ვარ, გახდება წინაპირობა, რომ რეჟიმი იძულებულ მდგომარეობაში ჩადგება, ეს მოცემულობა და სტატუს-კვო შეცვალოს. შეუძლებელია, ნურავის ექნება იმის მოლოდინი, რომ მართლმსაჯულებაზე, არჩევნებზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ზოგადად კონსტიტუციურ ნორმებზე საუბარიც და ოცნებაც კი მოუსპოს ქართველ ერს და შეაგუოს ოლიგარქიულ წეს-წყობილებას, ამას ძალიან ბევრი ადამიანი არ შეეგუება. ამ ეტაპზე, ამ უმწვავესი, არაძალადობრივი პროტესტით, დარწმუნებული ვარ, კონკრეტულ შედეგებს მივიღებთ, მაგრამ ეს შედეგები იქნება პოზიტიური „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კი არა, პირველ რიგში, საზოგადოებისთვის. საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ იყოს დადუმებული, იმედდაკარგული და რეაქცია არ ჰქონდეს რეჟიმის უმსგავსობაზე. რეჟიმი ამ ყველაფერს საკუთარი ძალადობრივი, პოლიციური დანაყოფებით დღენიადაგ აკეთებს, მაგრამ ეს მას ვერ მიიღებს. არსებობენ აქტიური ადამიანები, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანის გასაკეთებელს აკეთებენ. ძალიან მალე, ძალიან ბევრი ადამიანი, თუკი ვინმე თვლის, რომ ეს ჩვენი გადადგმული ნაბიჯი ფუჭად ჩაივლის და სკეპტიკურად არიან განწყობილი, დარწმუნდება, რომ დღეს სწორი ნაბიჯი გადაიდგა და პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე ისტორიული უსამართლოა არ აღმოიფხვრება. ისტორიული უსამართლობააა, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გყავს დატყვევებული“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო