რამაზ გერლიანი - სიკვდილთან შეხვედრა მქონდა დაგეგმილი, პოლიციამ მომისწრო - ეს დღეები ძირითადად სურამში და სურამის ტყის მიმართულებით ვმოძრაობდი

ეკონომისტ რამაზ გერლიანის განცხადებით, გაუჩინარებისას „სიკვდილთან შეხვედრა“ ჰქონდა დაგეგმილი. ასე უპასუხა გერლიანმა ჟურნალისტების კითხვას, რა გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული.

მისივე თქმით, „პოლიციამ მიუსწრო“.

„{დაგეგმილი მქონდა} სიკვდილთან შეხვედრა, პოლიციამ მომისწრო“, - განაცხადა გერლიანმა ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარში, პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის შემდეგ.

ამასთან, მისივე თქმით, 3 დღის განმავლობაში ძირითადად სურამში და სურამის ტყის მიმართულებით მოძრაობდა.

როგორც მან აღნიშნა, მისი გაუჩინარება პოლიციელის მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლას უკავშირდება.

„მივეცი უკვე განმარტება და მანამდეც დავწერე, რომ პოლიციელი გიორგი გოგნიაშვილის მხრიდან ჩემ მიმართ უღირსი და პატივაყრის ქმედება იყო ძირითადი მიზეზი, რაც დროთა განმავლობაში დაგროვდა და მივედი ამ გადაწყვეტილებამდე“, - განაცხადა გერლიანმა.

შეგახსენებთ, ახლობლების ცნობით, „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი, რამაზ გერლიანი, გაურკვეველ ვითარებაში 3 დღის წინ გაუჩინარდა. მათივე ინფორმაციით, გერლიანის ავტომობილი ბოლოს ავჭალის პოლიციის შენობასთან შენიშნეს. როგორც ახლობლები აცხადებენ, რამაზ გერლიანს 3 დღე ვერ უკავშირდებოდნენ.

გერლიანი პოლიციამ 3-დღიანი გაუჩინარების შემდეგ დღეს დილით, სხვა ქალაქში იპოვა.

იხილეთ ვიდეო:სად იმყოფებოდა სამი დღის განმავლობაში რამაზ გერლიანი და რა გახდა მისი გაუჩინარების მიზეზი? - ეკონომიკის ექსპერტის პირველი კომენტარი

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს