ალდაგმა 2021 წელს 50 მილიონ ლარამდე თანხა აანაზღაურა

2021 წლის დასაწყისიდან 11 თვის განმავლობაში, „ალდაგმა“ 17 ათასამდე ზარალი დაარეგულირა და მომხმარებლებს, 50 მილიონამდე ლარი აუნაზღაურა. აქედან 4 მილიონი ლარი აგროდაზღვევის ფარგლებში მხოლოდ ფერმერებს აუნაზღაურდათ, - ამის შესახებ ინფორამაციას სადაზღვეო კომპანია „ალდაგი“ ავრცელებს.

პოსტპანდემიური გამოწვევების მიუხედავად, „ალდაგის“ წილი სხვადასხვა სეგმენტებში გაიზარდა. 2021 წლისთვის, „ალდაგი“ მთლიანი სადაზღვევო ბაზრის 29% ფლობს, აგროდაზღვევაში მისი წილი 35%-ია, ავტოდაზღვევაში 27%, ხოლო ქონების დაზღვევაში 34%. „ალდაგის“ პორტფელში 200,000 აქტიური პოლისია.

როგორც „ალდაგში“ აცხადებენ, წლის განმავლობაში „ალდაგის“ შეთავაზებებს შეემატა ინოვაციური სერვისები და პროდუქტები, მათ შორის პირველი პერსონალური სადაზღვევო მომსახურება - პრიმო, რომელიც ახალი ბრენდის სახით არის წარმოდგენილი და განკუთვნილია მომხმარებლებისთვის, რომლებსაც სადაზღვევო კომპანიისგან სურთ პრემიუმ სერვისის მიღება, მათ შორის პერსონალური მენეჯერის მომსახურება და განსხვავებული პირობები სადაზღვევო პროდუქტებზე.

„ინოვაციურ პროდუქტებს შორის არის პირველი ციფრული ავტოდაზღვევა საქართველოში - backapp. მობილური აპლიკაცია, სადაც მსურველს სახლიდან გაუსვლელად, აპლიკაციის საშუალებით შეუძლია მანქანის დაზღვევა. სრულიად გაციფრულებული პროცესის გარდა, პროდუქტის უპირატესობა მდგომარეობს ტარიფის ინდივიდუალურად დაანგარიშების კონცეფციაში, რომლის მიხედვითაც დაზღვეული იხდის არა ფიქსირებულ თანხას, არამედ იმდენს, რამდენსაც აპლიკაცია მანქანის ტარების შესაბამისად უანგარიშებს.

წლის განმავლობაში შეიქმნა არაერთი სხვა პროდუქტი, მათ შორის ინოვაციური - სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა, რომელის ანალოგი საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე არ მოიპოვება და გულისხმობს 16 მძიმე დაავადებიდან ერთ-ერთის დადასტურების შემთხვევაში მომხმარებლის ან მისი ოჯახის სოლიდურ ფინანსურ მხარდაჭერას“,- აცხადებენ „ალდაგში“.

“მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გათვალისწინებით ინდუსტრიას საკმაოდ არამდგრად გარემოში უწევდა ოპერირება, შევძელით 2021 ყოფილიყო ნაყოფიერი ჩვენი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად. აქტიურად გავაგრძელეთ დიჯიტალიზაციის პროცესი, დავამატეთ ახალი პროდუქტები და სერვისები და შევცვალეთ სადაზღვევო მომსახურების მიღების გამოცდილება ჩვენი ახალი მიდგომებისა და სტანდარტების შესაბამისად. შიდა კვლევის თანახმად, ალდაგში მიღებული გამოცდილებით მომხმარებლების 97% კმაყოფილია, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, ”- განაცხადა ალდაგის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა.

ამასთან ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2021 წელს კომპანიამ შეცვალა მისია და მომხმარებელს გააცნო ახალი სლოგანი - „მზად ხარ ნებისმიერი თავგადასავლისთვის, რომელიც წინ გელოდება? ეს არის „ალდაგის“ ახალი მისია, რომელიც იმ ემოციურ სარგებელზე ამახვილებს ყურადღებას, რაც დაზღვევას ადამიანებისთვის მოაქვს“.

გიორგი ბილანიშვილი - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან განსხვავებით, მოსკოვი ნამდვილად არ უნდა იყოს უკმაყოფილო იმით, რაც ახლა საქართველოში ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.08.2022
ხათუნა ბურკაძე - აგვისტოს ომიდან 14 წლის განმავლობაში რუსეთის უცვლელი, უკიდურესად აგრესიული პოლიტიკის შესაჩერებლად საერთაშორისო სისტემის გარდაქმნაა აუცილებელი
სოფიო გრაკალიშვილი  - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის სურვილია მომხმარებელმა ყველაფერი იცოდეს დაზღვევის პირობების შესახებ და საინფორმაციო ფურცელზე ხელმოწერა არ იყოს ფორმალური პროცედურა
„ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილება ბიზნესის საუკეთესო ინტერესებზეა ორიენტირებული“ - ლოგისტიკური კომპანია საბაჟო დეპარტამენტის ნაბიჯს მიესალმება