სანდრო რაქვიაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - ზრდასრული, ძლიერი ხალხია, აქვთ ტელევიზიები, დაფინანსება, პარტიული სტრუქტურა და ეს ხალხი ამბობს, არაფერი შეგვიძლია, გვიშველეთ, ვშიმშილობთო

"ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილება არის ძალიან უხეში შეცდომა - საერთოდ მოწყვეტილია რეალობას და არც კი მესმის, ეს რატომ გააკეთეს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ მასობრივ შიმშილობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მინიმუმ მაშინ შეიძლებოდა, როცა ყველა სხვა ინსტრუმენტი გამოყენებულია, მაგრამ მას არ აქვს განცდა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამოწურა თავის რესურსი.

„წარმოიდგინეთ ზრდასრული, ძლიერი ხალხია, აქვთ ტელევიზიები, დაფინანსება, პარტიული სტრუქტურა და ეს ხალხი ამბობს, არაფერი არ შეგვიძლია, გვიშველეთ, ვშიმშილობთო. არც ელენე ხოშტარიას შიმშილობა იყო სწორი და ასეთი ინსტრუმენტების გამოყენება არ არის სწორი. ეს არის მარცხის აღიარება და იმის, რომ არ შეუძლია ამას შეეგუოს. ახლა რასაც ითხოვენ, შეუძლებელია შესრულებული იყოს და არ მესმის, ახალი წლის წინ როგორ შეიძლება მხარდამჭერებს უთხრა - ხალხო, ახლა ოჯახთან კი არ გავატაროთ დრო, ზეიმი კი არ გქონდეთ, წადით, კარვებში დაჯექით და დაიწყეთ შიმშილობა. ეს არ არის ნორმალური და ეს მინიმუმ მაშინ უნდა გაკეთდეს, როცა დადასტურებით იცი, რომ ყველა სხვა ინსტრუმენტი გამოყენებულია, მაგრამ მე არ მაქვს ეს განცდა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამოწურა თავის რესურსი, პირიქით, სულ ის მინდა, რომ მათი რესურსი მე მქონდეს, ერთი- ორი კვირა მაინც, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით მიზანს მაინც მივაღწევდი და მიკვირს, რომ ამხელა რესურსი ასე უაზროდ იხარჯება,"- განაცხადა რაქვიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო