„გირჩს" პარლამენტში კანონპროექტი შეაქვს, რომლითაც ეროვნული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე დეპუტატებს წვდომა უნდა ჰქონდეთ

„გირჩს" პარლამენტში კანონპროექტი შეაქვს, რომლითაც ეროვნული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე დეპუტატებს წვდომა უნდა ჰქონდეთ.

როგორც სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, ეროვნულ ბანკს დღევანდელი კანონმდებლობით უფლება აქვს ნებისმიერი ინფორმაცია უვადოდ დამალოს, რისი უფლებამოსილებაც არც ერთ უწყებას არ აქვს, მათ შორის არც სუს-ს და არც თავდაცვის სამინისტროს.

„ეს პრობლემა რომ მოვაგვაროთ და კანონი მოვიყვანოთ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, შეგვაქვს ცვლილება „ეროვნულ ბანკის შესახებ“ კანონში, რომლითაც დეპუტატებს ექნებათ სრული წვდომა ნებისმიერ ინფორმაციაზე, რაც ეხება ეროვნული ბანკის საქმიანობას. ეს არანაირ დამატებით რისკებს არც ფინანსურ სისტემაში არ აჩენს და არც სხვა პრობლემებს, მაგრამ პარლამენტარებს გვაძლევს შესაძლებლობას, ვიცოდეთ, რა ხდება ეროვნულ ბანკში და თუ იქ პრობლემები იქნება, ამაზე ვიმსჯელოთ და განვახორციელოთ ზედამხედველობა,“ - განაცხადა რაქვიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა