გიორგი ბარამიძე - სააკაშვილი კვდებოდა და მაშინ არ შემოუთვლია ულტიმატუმი - ის არ არის ადამიანი, რომელიც თანამებრძოლს ეტყვის, „თქვენი სიცოცხლე სასწორზე შეაგდეთ და თუ გინდათ, მოკვდით“

არ არის მიხეილ სააკაშვილი ისეთი ადამიანი, რომ თავის მეგობრებს და თანამებრძოლებს ეუბნებოდეს, თქვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა სასწორზე შეაგდეთ და თუ გინდათ მოკვდით ან არ მოკვდეთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მოშიმშილე წევრმა, გიორგი ბარამიძემ პარტიის ოფისთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნით არ იქნა მიღებული.

მიხეილ სააკაშვილი კვდებოდა და მაშინ არ შემოუთვლია ულტიმატუმი და ახლა რატომ შემოგვითვლიდა ულტიმატუმს? არ არის სააკაშვილი ეს ადამიანი. არ შეიძლება ასე უსირცხვილოდ, არანაირი საბუთი რომ არ აქვს ტელევიზიას, ამტკიცო მთელი დღის განმავლობაში, რომ სააკაშვილმა რაღაც ულტიმატუმი შემოუთვალა თავის გუნდს და დაემუქრა”, - განაცხადა ბარამიძემ.

მან ასევე ისაუბრა შიმშილობაზე, როგორც პროტესტის უკიდურეს ფორმაზე და აღნიშნა, რომ ამავდროულად ეს არის პროტესტის გამოხატვის მშვიდობიანი სახე.

„შიმშილობა არის პროტესტის რადიკალური და უკიდურესი, მაგრამ ამავდროულად მშვიდობიანი და არაძალადობრივი ფორმა. გამომდინარე ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან, რომელიც უმძიმესია, მოგვარებას საჭიროებს და პოლიტიკური პროცესის თითოეული მონაწილისგან უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს. სწორედ ამიტომ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ჩვენი პროტესტი ყოფილიყო უკიდურესი და ამავდროულად მშვიდობიანი, რადგან თუკი რაიმეს შეუძლია სიკეთე მოუტანოს ჩვენს ქვეყანას, ამას ხელი არ შეუშალოს“, - აღნიშნა ბარამიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს