გიორგი ფანგანი - ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადების დაწესების ერთ-ერთ- მთავარი საფუძველი პენსიონერთა მომართვაა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის, გიორგი ფანგანის განცხადებით, ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადების დაწესების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი პენსიონერთა მიმართვაა.

როგორც გიორგი ფანგანმა განმარტა, საშეღავათო ვადების დაწესებისთვის, საჭირო გახდა მრიცხველების წაკითხვის სისტემის ცვლილება.

„არაერთხელ მოგვმართეს პენსიონერებმა გადახდის ვადების ცვლილებაზე, რადგანაც კომპანიები ელექტროენერგიის საფასურის გადახდას ითხოვდნენ იმაზე ადრე, ვიდრე მათ ერიცხებოდათ პენსია. იყო შემთხვევები, როდესაც მათ გადაუხდელობის გამო თიშავდნენ ქსელიდან. იმის გარდა, რომ ელექტროენერგიის გარეშე რჩებოდნენ, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურთან ერთად, უწევდათ დამატებითი თანხის გადახდა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაზე. პენსიონერებმა, რა რიცხვშიც არ უნდა მიიღონ ქვითარი, მათ გადახდა შეეძლებათ ყოველი თვის 16 რიცხვამდე, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, ასევე პირებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვთ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი, გადახდა შეეძლებათ ყოველი თვის 22 რიცხვამდე. საშეღავათო ვადებით სარგებლობისათვის აუცილებელია, რომ შესაბამისმა პირებმა, „თელმიკოში“ ერთჯერადად წარადგინონ პენსიონერის ან კონკრეტული სტატუსის მქონე პირის დამადასტურებელი ცნობა. რაც შეეხება ყველა სხვა საყოფაცხოვრებო მომხმარებელს, რომელიც არ მიეკუთვნება ამ კატეგორიებს, ელექტროენერგიის საფასურს გადაიხდის დარიცხვიდან 15 კალენდარული დღის ვადაში“, - განაცხადა გიორგი ფანგანმა.

მისივე განმარტებით, ამ ცვლილებების ძალაში შესასვლელად, იცვლება მრიცხველების წაკითხვის სისტემა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ახალი სისტემის მიხედვით, ყველა მრიცხველის წაკითხვა მოხდება თვის ბოლოს, ხოლო მოსახლეობა ქვითარს მიიღებს თვის დასაწყისში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს