დავით ჭიჭინაძე - პატივს ვცემ ყველას, ვინც იდეის გამო შიმშილობს, მაგრამ ლიდერები ხალხს არაფერს ეუბნებიან, ამ ბრძოლის სანაცვლოდ რას ჰპირდებიან

ნამდვილად გმირები არიან და პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს, ვინც იდეის გამო შიმშილობს, მაგრამ ამ რადიკალური პროტესტის პარალელურად, ოპოზიციის ლიდერები ხალხს არაფერს ეუბნებიან, ამ ბრძოლის სანაცვლოდ რას ჰპირდებიან, კონკრეტულად რა წვლილი ექნებათ ცვლილებების შემთხვევაში, - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მხარდამჭერების მიერ მასობრივი შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, ხალხს ცვლილებები ნამდვილად უნდა, მაგრამ „არა მარტო მთავრობის, არამედ საკუთარი მდგომარეობისა“.

„აი, ამიტომ მინელდა მძლავრი საპროტესტო მუხტი და კიდევ იმიტომ, რომ ოპოზიცია არასწორად წავიდა თავის ქმედებებში. არ შეიძლება რადიკალურ ცვლილებებს ითხოვდე და იმავე დროს პარლამენტშიც იჯდე; არ შეიძლება ადამიანებს რადიკალურ, ეკონომიკურ ცვლილებებზე კარგ ცხოვრებაზე ესაუბრებოდე და წამყვან ლიდერებად გვერდით ბანკირები დაიყენო! ე.წ. მომავალ მთავრობად წარადგინო ისინი, ვინც თავისი არსით ახრჩობს ყველაფერს და დიდწილად ვის გამოც ვართ ამ მდგომარეობაში. რადიკალური პროტესტისთვის ხალხს ქუჩაში ეძახდე და თან შამპანურის ბოკლით ხელში კობახიძის სპექტაკლის მონაწილე იყო.

მითუმეტეს, რომ „კობახიძეების ოცნებამ“ ამ სპექტაკლის ნაწილი გახადა ისიც, რომ დღეს სააკაშვილი ფაქტობრივად „ჯოკერი“ გახდა მათ ხელში, რასაც წარმატებულად იყენებენ კიდეც და ამასობაში მთავარი - ქვეყანა დაიკარგა. აღარავინ აპროტესტებს გაუსაძლის სოციალურ ფონს და ეკონომიკურ მდგომარეობას; არც იმას, ქვეყანამ ფუნქცია რომ დაკარგა და ფაქტობრივად გაქრა მსოფლიო რუკიდან; რომ ადამიანებში სოლიდარობა აღარ არსებობს“,- აცხადებს დავით ჭიჭინაძე, რომლის კომენტარს მისი პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს