პრეზიდენტი ელენე ხოშტარიას ხვდება

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია მივიდა. როგორც ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, „ქართული ოცნების” მონაწილეობის გარეშე, სრული ეროვნული თანხმობის მიღწევა აბსოლუტურად შეუძლებელია, თუმცა პრეზიდენტთან ერთად გარკვეული ნაბიჯების გადადგმა და გამოსავლის ძიება სწორი და საჭირო პროცესია.

„მისასალმებელია, რომ პრეზიდენტის განცხადება დღეების განმავლობაში იქცა კონკრეტულ ნაბიჯებად და მიმდინარეობს შეხვედრები. რა თქმა უნდა, მე მაქვს ხედვა თუ რა იქნება ეროვნული თანხმობისთვის ქვეყანაში აუცილებელი, თუმცა თავს შევიკავებ შეხვედრამდე ამაზე საუბრისგან. „ქართული ოცნების” მონაწილეობის გარეშე, რის ნიშანსაც ახლა ვერ ვხედავ, სრული ეროვნული თანხმობის მიღწევა იქნება აბსოლუტურად შეუძლებელი, მიუხედავად ამისა, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა და გამოსავლის ძიება პრეზიდენტთან ერთად არის სწორი და საჭირო პროცესი. გამოსავალი რა არის და პრეზიდენტს რა შეუძლია, ამას კარგად უნდა მოვუსმინოთ, არც მეტი უნდა გვქონდეს მოლოდინი და არც თავი მოვიტყუოთ ამ პროცესში“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

თენგიზ ფხალაძე - რუსეთის ყველა უკანონო ნაბიჯი მოითხოვს რეაგირებას, მოსკოვმა უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, დუმილით კი ამას ვერ მივაღწევთ
ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2022
საქართველოში „ვებსტერის უნივერსიტეტის“ უცხოელი პროფესორების ვინაობა ცნობილია
BTU მსოფლიოს წამყვან კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციასთან თანამშრომლობას იწყებს
Fitch-მა "ლიბერთის" საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი "სტაბილურად" შეაფასა
„მოასწარი ზაფხული“ - ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხებზე დაიწყო