გიორგი პერტაია - პროფესიული უნარების სააგენტო კერძო და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობის უნიკალური მოდელია, რომელიც ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროგრამების დანერგვას

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პარტნიორობით პროფესიული უნარების სააგენტო დაფუძნდა. ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო-სამრეწველო პალატა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სააგენტოს დაფუძნების ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მიმართეს და სააგენტოს საქმიანობის ძირითადი ასპექტები გააცნეს.

გიორგი პერტაიას განცხადებით, უნარების სააგენტო წარმოადგენს კერძო და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობის უნიკალურ მოდელს, რომელიც მოემსახურება ქვეყანაში პროფესიული განათლების ხარისხის ზრდას, ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიული პროგრამების დანერგვას, ინოვაციური სწავლების მხარდაჭერას და უკეთესი დასაქმების შესაძლებლობებს.

„უნარების სააგენტოს მართვას ახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან ქვეყანაში მოქმედი 6 უმსხვილესი - არასექტორული ბიზნეს მხარდამჭერი ორგანიზაცია/ასოციაცია და 6 სექტორული სამინისტრო.

მანდატების თანაბარი გადანაწილება ხელს შეუწყობს დაბალანსებული გადაწყვეტილებების მიღებას, ამასთან კერძო სექტორი მაღალი ლეგიტიმაციით იქნება წარმოდგენილი პროფესიული განათლების დაგეგმვა-განხორციელების პროცესში“, - აღნიშნულია სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა