თამარ გაბუნიას განცხადებით, ეკატერინე ტიკარაძე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს არ დასწრებია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომას არ დასწრებია.

ამის შესახებ გაბუნიამ მედიის წარმომადგენლების კითხვის საპასუხოდ განაცხადა და მიზეზად უწყების გადაბარების პროცესი დაასახელა.

„დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა. უამრავი სხვა პრიორიტეტია კიდევ ჯანდაცვის სამინისტროში, გადაბარების პროცესში, ამიტომ ვფიქრობ, მისი დრო შესაბამისად გადანაწილდება“, - განაცხადა გაბუნიამ და კითხვაზე, რამდენად ნიშნავს ეს, რომ ეკატერინე ტიკარაძისთვის საკოორდინაციო საბჭო და ეპიდვითარება პრიორიტეტული აღარ არის, დასძინა: „ნამდვილად არა“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო