თამარ გაბუნია - 60 წლის ზემოთ პირების წახალისების მექანიზმი ეფექტური აღმოჩნდა - აცრილთა რაოდენობამ უკვე 100 ათასს გადააჭარბა

„ომიკრონის“ გავრცელებასთან ერთად, კვლავაც მოსალოდნელია შემთხვევების მატება და საწოლებზე მოთხოვნების გაზრდა, ამდენად კლინიკები უნდა დარჩნენ მობილიზებულ მდგომარეობაში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის 9112 საწოლია მობილიზებული, რომლის მხოლოდ 30% ანუ 3227 საწოლია თავისუფალი.

„საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის მთავარი თემა, ბუნებრივია, გახდა მზადება „ომიკრონის“ მოსალოდნელი გავრცელებისთვის პრევენციული ღონისძიებებისა და ასევე, ჯანდაცვის სისტემის მზაობის თაობაზე. დღევანდელი მდგომარეობით, სამედიცინო სექტორში მობილიზებული რჩება 9112 საწოლი. კლინიკაში ამჟამად იმყოფება 5 488 პაციენტი, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში - 1350, რეანიმაციაში - 313. თავისუფალი საწოლების რაოდენობა შეადგენს 3227, რაც არის, დაახლოებით, 30% მობილიზებული საწოლფონდის. ამ შემთხვევაში, ჩვენ, ბუნებრივია, კვლავაც ვრჩებით მობილიზებულ მდგომარეობაში, რადგან „ომიკრონის“ გავრცელებასთან ერთად კვლავაც მოსალოდნელია შემთხვევების მატება და საწოლებზე მოთხოვნების გაზრდა, ამდენად კლინიკები უნდა დარჩნენ მობილიზებულ მდგომარეობაში იანვრის თვეშიც,“- განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, განმარტებით, მოქალაქეებს აცრის მეორე დოზის გაკეთებას ოჯახის ექიმთან ერთად SMS-ის საშუალებით შეახსენებენ.

„სრული ვაქცინაცია ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია. 60 წელს ზემოთ მოქალაქეების 43% უკვე მოვიდა, რომ ჩაიტაროს მეორე აცრა. ნაწილს უბრალოდ არ უწევს მეორე აცრის გაკეთება, ჯერ არ არის შესაბამისი დრო. ჩვენ ჩვენი მხრიდან ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ, იმიტომ, რომ დრო საკმარისია იმისთვის, რომ მეორე აცრა ჩაიტარონ. მთავარია, აქ ოჯახის ექიმების აქტიურობა. ოჯახის ექიმებს აქვთ ინფორმაცია იმ აცრილი პირების შესახებ, ვინც მათ უბანზეა რეგისტირირებული და ისინი აქტიურად მოიწვევენ. ასევე გამოვიყენებთ SMS შემახსენებელს, პირს რომ შევახსენოთ მეორე აცრაზე მოსვლა,”- განაცხადა გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა