თამარ გაბუნია - „სინოფარმსა“ და „სინოვაკს“ სხვა ვაქცინებთან შედარებით ხანგრძლივი ვადა აქვს - 2-წლიანი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში არსებულ „სინოფარმსა“ და „სინოვაკს“ ვადა ჯერჯერობით აქვს, თუმცა „სინოვაკის“ ათვისება ნაკლებია.

როგორც გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ვაქცინების არჩევანის უფლება არ შეიზღუდება.

„სინოფარმსა“ და „სინოვაკს“ სხვა ვაქცინებთან შედარებით ხანგრძლივი ვადა აქვს - 2 წლიანი. ჯერჯერობით მათი ვადა არის, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ არჩევანის საშუალება მივეცით მოსახლეობას და უპირატესობა მიანიჭეს „ფაიზერს“, შემდეგ იყო „სინოფარმი“, იყო გარკვეული ჯგუფი, ვინც უპირატესობა „სინოვაკს“ მიანიჭა. არჩევანის უფლებას არ შევზღუდავთ, „სინოვაკის“ შემთხვევაში ათვისება ნაკლებია, მაგრამ ამ პროცესს გავყვებით“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა