ამირან გამყრელიძის განცხადებით, ევროპაში „ომიკრონი" დომინანტური შტამი უკვე იანვრის შუა რიცხვებიდან გახდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ევროპის რეგიონში "ომიკრონი" დომინანტური შტამი უკვე იანვრის შუა რიცხვებიდან გახდება.

როგორც გამყრელიძემ განაცხადა, გაზრდილი შემთხვევების ფონზე ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე უკვე სერიოზული ხდება და გამოწვევა საქართველოსთვისაც სერიოზულია.

„ევროპის რეგიონში "ომიკრონი" დომინანტური შტამი უკვე იანვრის შუა რიცხვებიდან გახდება. ასეთია პროგნოზი. ამ ეტაპზე ინფექციის მიმდინარეობა საშუალო სიმძიმისაა იმ ქვეყნებში, სადაც გამოვლინდა. თუმცა, გაზრდილი შემთხვევების ფონზე ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე უკვე სერიოზული ხდება. გამოწვევა ჩვენთანაც სერიოზულია. მოგეხსენებათ, რომ 2 დადასტურებული შემთხვევის შესახებ ორშაბათს ვისაუბრე, რაც შაბათს უკვე დადასტურებული იყო. ორივე ახალგაზრდა ადამიანია, 25 წლის ქალი და 26 წლის მამაკაცი. ერთს მოგზაურობის ისტორია აქვს აშშ-ში, მეორეს - დუბაიში. მათ ჰქონდათ საკმაოდ ბევრი კონტაქტი და ამ კონტაქტების კვლევიდან გუშინ კიდევ დამატებით 22 შემთხვევა დავადასტურეთ. ამ შემთხვევებიდან ზოგიერთი კონტაქტია, ამავე დროს დამოუკიდებელი შემთხვევებიც, რომელიც თითქმის ყველა შემოტანილია. 9 შემთხვევა შემოსულია დუბაიდან ერთი თვითმფრინავით, რომლებიც “ფორმულა ერთის" ღონისძიებაზე გახლდნენ. ერთი შემოსულია ბუდაპეშტიდან, ერთი შემთხვევაა ლონდონიდან, 2 შემთხვევა თურქეთის გავლით აფრიკის ქვეყნებიდან, ასევე 1 შემთხვევაა აშშ-დან“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს