ამირან გამყრელიძე - ვფიქრობ, რომ რაღაც ეტაპზე მეოთხე დოზის შემოტანა, ისევე როგორც მესამე „ბუსტერი" შემოვიღეთ, საჭირო გახდება - ეს გადაწყვეტილება ისრაელმა უკვე მიიღო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ოთხი დოზით 1000 ადამიანია აცრილი. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დაახლოებით, 1000 ადამიანია მეოთხე დოზით აცრილი. ესენი არიან ძირითადად ის მოქალაქეები, ვინც აცრილები იყვნენ „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ და მიემგზავრებიან ისეთ ქვეყნებში, რომელიც ამ ეტაპამდე ჯერ არ ცნობს გარკვეულ ვაქცინებს და ითხოვს FDA-ს მიერ ავტორიზებულ ვაქცინებს. მე მაინც ვფიქრობ, რომ რაღაც ეტაპზე მეოთხე დოზის შემოტანა, ისევე როგორც მესამე „ბუსტერი" შემოვიღეთ, საჭირო გახდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ისრაელმა უკვე მიიღო“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა