საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩომ ონლაინ შეხვედრა თემაზე „გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოში“ გამართა

2021 წლის 20 დეკემბერს არაბთა გაერთიანებული საემიროების საელჩომ საქართველოში, საქართველოს ადამიანის უფლებათა სამდივნოსთან კოორდინაციით, გამართა ონლაინ შეხვედრა თემაზე „გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოში“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის, ადამიანის უფლებათა სამდივნოს წარმომადგენლებმა. აღნიშნული ორგანო უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების კოორდინაციას ადამიანის უფლებათა სფეროში მთავრობის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში.

შეხვედრის განმავლობაში, საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მაკა ფერაძემ წარმოადგინა მოკლე ექსკურსი ადამიანის უფლებათა სამდივნოს ძირითადი ამოცანებისა და მიმდინარე პროექტებისა და გეგმების შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის, გენდერული თანასწორობისა, ბავშვთა უფლებების დაცვისა და სხვა საკითხებში.

თავის მხრივ, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ქალბატონმა მუნირა ალმარზუქიმ ისაუბრა არაბთა გაერთიანებული საამიროების ძალისხმევასა და მიღწევებზე გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების საკითხებში. კერძოდ, მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების კონსტიტუციით გარანტირებულია თანაბარი უფლებები განურჩევლად სქესისა და ქვეყანას წამყვანი პოზიციები უკავია საერთაშორისო ანგარიშებში, რომლებითაც ფასდება მიღწეული პროგრესი გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების კუთხით.

საამიროების დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა განსაკუთრებით აღნიშნა ქვეყნის ხელმძღვანელობის ხედვა, რომელიც ფოკუსირებულია ქალთა გაძლიერებაზე და სამთავრობო დღის წესრიგი, რომელიც შესაბამისობაშია სოციალური თანმიმდევრობის გაძლიერებასა და კონკურენტუნარიანი ცოდნის ეკონომიკის განვითარებასთან და მიზნად ისახავს გენდერული ბალანსის გაზრდას.

შეხვედრის დროს გამოიკვეთა ქალთა საკითხებში ქვეყნის მიღწევების ძირითადი შედეგები და აღინიშნა:

2019 წლის 8 ოქტომბერს, აბუ დაბიში ამოქმედდა ქალთა უფლებების არაბული ქარტია, რომელიც წარმოადგენს სახელმძღვანელოს არაბული ლიგის წევრი სახელმწიფოებისთვის და მიზნად ისახავს საკანონმდებლო სისტემების კონსულტირებასა და არაბ ქალთა უფლებების უზრუნველყოფას.

არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელწმიფო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა 60%-ს და ქვეყნის სამუშაო ძალის 43%-ს ქალები შეადგენენ.

2018 წელს არაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტმა დაამტკიცა კანონი მამაკაცთა და ქალთა თანაბარი ხელფასების, ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებისა და ახალბედა დედებისთვის სამუშაო საათების შემცირების შესახებ გენდერული თანასწორობის მხარდაჭერის მიზნით.

ქალბატონმა მუნირა ალმარზუქიმ ასევე ხაზი გაუსვა საამიროელი ქალების წარმომადგენლობას სამთავრობო ინსტიტუტებში და ქვეყნის ცხად წარმატებებს ამ მხრივ და აღნიშნა, რომ საამიროელ ქალებს საჯარო სექტორში სამუშაო ადგილების ორი მესამედი უკავიათ, მინისტრთა კაბინეტის თანამდებობების 25%, ხოლო დიპლომატიური კორპუსის 20% უკავიათ.

შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და მრავალრიცხოვან პროგრამებს, რომელთა მიზანია ქალი მეწარმეების ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა და ახალგაზრდა ქალებისთვის საფინანსო ცოდნის უზრუნველყოფას.

ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა არაბთა გაერთიანებული საამიროების მონაწილეობა ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და კონვენციებში და ქვეყნის წვლილი ქალთა საკითხებზე ორიენტირებულ ჰუმანიტარულ პროექტებში, ასევე ქვეყნის დონაციები, რომლებიც მიმართულია გენდერული თანასწორობისა და ქალთა მხარდასაჭერად.

გარდა ამისა, შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო საამიროელი ქალების წარმატებას თავდაცვისა და განათლების სფეროებში.

შეხვედრის დასასრულს, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ქალბატონმა მაკა ფერაძემ გამოხატა თავისი კეთილგანწყობა საელჩოს მიერ ქალთა უფლებების საკითხზე ორგანიზებული ღონისძიებისადმი და იმედი გამოთქვა, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო