სალომე სამადაშვილი - შიმშილობა არ არის პროტესტის ის ფორმა, რომელიც მიმაჩნია, რომ არის შედეგიანი, თუმცა ჩემთვის გასაგებია „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევანი

შიმშილობა არ არის პროტესტის ის ფორმა, რომელიც მიმაჩნია, რომ არის შედეგიანი, თუმცა ჩემთვის გასაგებია „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევანი, - ასე ეხმიანება ფრაქცია „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მასობრივი შიმშილობის აქციის დაწყებას.

სამადაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ პროტესტის ეს ფორმა ხელისუფლებას შეახსენებს, რომ ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი სჭირდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ არჩევანია, ბრძოლის რა ფორმას შეარჩევს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე. გასაგებია მათი მდგომარეობა, რომ სურთ წნეხის გაზრდა ხელისუფლებაზე. ჩემი დამოკიდებულება შიმშილობის პროცესთან დაკავშირებით ცნობილია და ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემთვის არ არის ეს პროტესტის ის ფორმა, რომელიც მე პირადად მიმაჩნია, რომ არის შედეგიანი, რადგან არ ვიცი, რამდენად ქმნის ეს ზეწოლას ხელისუფლებაზე, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რაც საზოგადოებას სჭირდება, თუმცა, ჩემთვის გასაგებია მათი არჩევანი და ხელისუფლება იმედია, პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას, რაც აირჩია „ნაციონალურმა მოძრაობამ“, კიდევ ერთხელ შეხსენებად მიიღებს, რომ ქვეყანას სჭირდება გამოსავლის მოძებნა იმ პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც ჩვენ ვართ. ეს მათი პარტიული გადაწყვეტილებაა, მე შემიძლია ერთი რამ ვთქვა, რომ ჩვენ ვხედავთ, ყოველდღიურ რეჟიმში პოლიტიკური პროცესი შორდება იმ პრობლემებს, რაც აწუხებთ ჩვენს თანამოქალაქეებს, უმძიმესი გამოწვევების წინაშე დგას საზოგადოება და დროულად უნდა შევქმნათ ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც პოლიტიკას დააბრუნებს მათთან, ვისთვისაც არსებობს პოლიტიკა - ქართველ ხალხთან და ამომრჩეველთან,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა