სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული თანხმობის ინიციატივის ფარგლებში თამარ ჩუგოშვილთან შეხვედრა გამართა

ე.წ. ეროვნული შერიგების ინიციატივასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი შეხვდა.

როგორც ჩუგოშვილმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, პრეზიდენტის მხრიდან ასეთი ინიციატივა ძალიან კარგი და სწორია. მისივე თქმით, თუ ამის შესაძლებლობა ექნება, მაქსიმალურად ეცდება ამ პროცესში პრეზიდენტს ხელი შეუწყოს.

ყოფილი დეპუტატის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხი არ განუხილავთ.

„შეხვედრა შეეხებოდა ეროვნული შერიგების თემას, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, პოლარიზაცია შეიცვალოს კონსტრუქციული, ჯანსაღი პროცესით. მგონია, რომ ძალიან კარგია და სწორია ასეთი ინიციატივა პრეზიდენტის მხრიდან, პირადად მე მაქსიმალურად ვეცდები ამ პროცესში ხელი შევუწყო თუ ამის შესაძლებლობა მექნება. პროცესი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და არ ვიცი, რა ფორმით ვიქნები ჩართული, ზოგადად, პოლარიზაციის გამომწვევი ყოველთვის არის, რომ პოლიტიკური ძალთა ბალანსი არ არსებობს, ან მოშლილია, ის ფუნქციები, რომელსაც ხელისუფლების თითოეული შტო უნდა ასრულებდეს სრულად ვერ სრულდება”, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა