ანა ნაცვლიშვილი ლადო კახაძეს - რომელიმე მამაკაც მინისტრს ასე არ მოიხსენიებთ - „პატარა ბიჭი“, ამიტომ მინისტრებს „პატარა გოგო“, „გოგუცუნა“ არ შეშვენით - შეგიძლიათ სახელითა და გვარით მოიხსენიოთ!

რომელიმე მამაკაც მინისტრს ასე არ მოიხსენიებთ - „პატარა ბიჭი“, ამიტომ მინისტრებს “პატარა გოგო“, “გოგუცუნა“ არ შეშვენით - შეგიძლიათ სახელითა და გვარით მოიხსენიოთ! - ასეთი მოწოდებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა უმრავლესობის წევრს ლადო კახაძეს მიმართა, რომელმაც კოვიდპანდემიასთან ბრძოლის საქმეში ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის საქმიანობა შეაფასა.

„ყველამ გავითვალსწინოთ, რომ პარლამენტის ტრიბუნა მსგავსი განცხადებების გასაკეთებელი ადგილი არ არის. პატარა გოგოები ჩვენ არ ვართ და არც თქვენ ხართ პატარა ბიჭები. ეს სწორი არ არის! ეკატერინე ტიკარაძეს აქვს სახელი, გვარი, სტატუსი და ამით მოხსენიება საკმარისია. მართალია, ეკატერინე ტიკარაძე ჩემგან განსხვავებულ პოლიტიკურ პოზიციაზეა, მაგრამ ამ ნაწილში ყოველთვის, ყველა ქალ მინისტრს დავიცავ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა კახაძის მისამართით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პასუხად, ლადო კახაძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ ნაცვლიშვილს ფილმი “ჯარისკაცის მამა“ ნანახი არა აქვს, სადაც ჯარისკაცის მამა ჯარისკაცებს არა მათი წოდებით, არამედ “შვილო“-თი მიმართავს.

“თქვენ აქ ჩემი შვილების თაობა ხართ და ჩემს ასაკში ადამიანს შეშვენის ზოგიერთი შვილებად მოგიხსენიოთ. ამით თქვენ ჩემსა და ტიკარაძეს შორის შუღლს ვერ გააჩენთ - მე ის ყოველთვის პატივისცემით მყავს მოხსენიებული და მხარდაჭერილი“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დებატებისა და ოპოზიციის კრიტიკის ფონზე მიმდინარეობს კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა, რომლის საფუძველზეც, მთავრობას კოვიდსაწინააღმდეგო შემზღუდავი ღონისძიებების მისაღებად, უფლებამოსილების ვადა ერთი წლით - 2023 წლის 1-ელ იანვრამდე უგრძელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო