სოსო რობაქიძე - ჩვენ დავიწყებთ შიმშილობას იმიტომ კი არა, რომ მიშა სააკაშვილი ციხიდან არ გამოვიდეს, ჩვენ დავიწყებთ შიმშილობას იმისთვის, რომ დაისაჯოს რეჟიმი

ჩვენ დავიწყებთ შიმშილობას იმიტომ კი არა, რომ მიშა სააკაშვილი ციხიდან არ გამოვიდეს, ჩვენ დავიწყებთ შიმშილობას იმისთვის, რომ დაისაჯოს რეჟიმი და ეს პარტია გაუქმდეს, ამას გავაკეთებთ და ბოლომდე გავყვებით, - ამის შესახებ მოკლული ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ „კვირის“ პრესკლუბში განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ დაწყებული მასობრივი შიმშილობის ფონზე, ის ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლებას რეპრესიაში ადანაშაულებენ, შიმშილობის აქციას დაიწყებენ.

სოსო რობაქიძის შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქციებზე ხალხი არ ჰყოფნის და შიმშილობას იმიტომ აცხადებს“.

„თუ ეს ხალხი დაიწყებს შიმშილობას, ჩვენ გარკვეული პერიოდი, ის ხალხი, რომელიც დაზარალებული და გაუბედურებული ვართ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილისგან, შიმშილობას დავიწყებთ. ჩვენ დასაკარგი მაინც არაფერი გვაქვს, ვაჩვენებთ როგორი უნდა შიმშილობა და როგორ უნდა იყოს ადამიანი სიკვდილის პირამდე, არა ისე, მიშა რომ ჭამდა და მთელი ამბავი ატეხეს. ალბათ, რამდენიმე ადამიანი დავსხდებით, რომელიც შიმშილობას დავიწყებთ. რამდენი ადამიანი აგვყვება, მაგას ნახავს „ნაცებიც“ და „ოცნებაც“,-განაცხადა სოსო რობაქიძემ.

მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა, თუ რატომ იწყებს ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესს.

„თანაცხოვრება ვერ იქნება, თუ ადამიანთან შერიგებული არ ხარ. ვის ესაუბრებით ამ შერიგებაზე გამაგებინეთ, გირგვლიანი, ვაზაგაშვილი, რობაქიძე შეურიგდა? ჩვენ თუ არაფერს გვეკითხებით, მაშინ თქვენ დიდი ხანია შერიგებული ხართ. იყავით ერთად და ისაუბრეთ, მაგრამ ჩვენთან საუბარი ყველას მოგიწევთ, განსაკუთრებით თქვენ, ქალბატონო პრეზიდენტო. ყველა კრიმინალის გვერდით როგორ ხართ? რურუა შეიწყალეთ, მელია შეიწყალეთ, ახლა სააკაშვილს ასე ვერ იწყალებთ, მაგრამ სხვა რაღაც გამოიგონეთ. ისინი კიდევ არ გირიგდებიან, თუ სააკაშვილს არ გაათავისუფლებთ. ოქროს ასოებით კი არა, ცუდად შეხვალთ საქართველოს ისტორიაში, როგორც პრეზიდენტი“,- მიმართა რობაქიძემ პრეზიდენტს.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ „კრიმინალური პარტიაა“.

„თქვენ გინდათ, რომ ამ ადამიანებს შეურიგდეთ, მაგრამ გეუბნებით, ჩვენ არ შევურიგდებით იმიტომ, რომ კრიმინალებთან ერთად ცხოვრება არ შეიძლება. ის არ არის სახელმწიფო, ვინც კრიმინალებს არ სჯის, რეჟიმი უნდა გასამართლებულიყო და არ გასამართლდა. პრეზიდენტს მინდა ვუთხრა, კრიმინალების სიაში ნუ შეხვალთ. თქვენ ოპოზიცია და პოზიცია გეშლებათ. ეს არის ის ოპოზიცია, რომელმაც ქართველ ხალხს გენოციდი მოუწყო“,-განაცხადა რობაქიძემ.

ცნობისთვის, მასობრივი შიმშილობის აქციის დაწყების შესახებ საზოგადოებას პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აცნობა. მისი განცხადებით, შიმშილობა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა