25 დეკემბერს მესტიაში, გუდაურსა და გოდერძიზე სათხილამურო სეზონი გაიხსნება

25 დეკემბერს მესტიაში, გუდაურსა და გოდერძიზე 2021/22 წლების ზამთრის სათხილამურო სეზონი ოფიციალურად გაიხსნება.

„მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ცნობით, მესტიაში ამოქმედდება, როგორც ღია ტიპის საბაგირო, რომელიც მესტიის ცენტრს აკავშირებს კურორტ ჰაწვალთან, ასევე ზურულდის მთის ათ ადგილიანი გონდოლას ტიპის უახლესი საბაგირო კომპლექსი. საბაგიროს გამტარუნარიანობა საწყის ეტაპზე საათში 1,800 მგზავრია, რომლის გაზრდაც შესაძლებელია 2,400 მგზავრამდე. საბაგიროს სიგრძე 1,421 მეტრია, სიჩქარე კი 6 მ/წმ. კურორტ ჰაწვალზე ფუნქციონირებს 7 კმ-ნი 4 სათხილამურო ტრასა, რომელიც ყველა კატეგორიის მოთხილამურისათვის არის გათვლილი.

„რაც შეეხება თეთნულდის სათხილამურო არეალს, კურორტზე არის 5 საბაგირო და 5 სათხილამურო გზა. ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან კი 3168 მეტრია.

კურორტ გუდაურში ამუშავდება 18 საბაგირო. სრიალის მოყვარულები ისარგებლებენ 70 კმ-ნი 22 სასრიალო ტრასით. კურორტ გოდერძიზე კი არის ორი დიდი საბაგირო , ერთი მოძრავი ხალიჩა და 7 კმ-ნი სათხილამურო გზა.

მესტიასა და გუდაურში საბაგიროები ყოველდღე იმუშავებს. კურორტი გუდაური - 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ჰაწვალი 10:00 სთ-დან -16:00 სთ-მდე, (შაბათი-კვირა 10:00 სთ-იდან 17:00 სთ-მდე), თეთნულდი 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე, გოდერძი კი 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე.

რაც შეეხება ბაკურიანის სათხილამურო არეალს 25 დეკემბერს კლიმატური პირობების გათვალისწინებით სათხილამურო ინფრასტრუქტურა ვერ ამოქმედდება, თუმცა ნალექისა და ყინვის შემთხვევაში საბაგიროები აღნიშნულ კურორტზეც ჩვეულ რეჟიმში იფუნქციონირებს.

საქართველოს სამთო-კუროტებზე სასრიალო გზების უსაფრთხოებას მთის კურორტების განვითარების კომპანიის სამაშველო სამსახური და სამთო პატრული უზრუნველყოფს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო