ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატმა ეკონომიკის ექსპერტის, რამაზ გერლიანის საქმის შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატმა ეკონომიკის ექსპერტის, რამაზ გერლიანის საქმის შესწავლა დაიწყო.

როგორც ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, შესწავლის ფარგლებში როგორც თავად რამაზ გერლიანს, ასევე მისი ოჯახის წევრებს შეხვდებიან.

„ჩვენ დაწყებული გვაქვს ამ საქმის შესწავლა. პირადად მქონდა კომუნიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მივიღე ინფორმაცია, რაც დღეს საჯაროდ გახდა ცნობილი. ვაპირებთ კონტაქტს ოჯახთან და თავად რამაზ გერლიანთან, რომელიც აცხადებს, რომ პოლიციელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ზეწოლას. რა თქმა უნდა, შევისწავლით ამ საქმეს და დაწყებული გვაქვს შესწავლა”, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, ახლობლების ცნობით, „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი, რამაზ გერლიანი, გაურკვეველ ვითარებაში 3 დღის წინ გაუჩინარდა. მათივე ინფორმაციით, გერლიანის ავტომობილი ბოლოს ავჭალის პოლიციის შენობასთან შენიშნეს. როგორც ახლობლები აცხადებენ, რამაზ გერლიანს 3 დღე ვერ უკავშირდებოდნენ.

გერლიანი პოლიციამ 3-დღიანი გაუჩინარების შემდეგ დღეს დილით, სხვა ქალაქში იპოვა. თავად ეკონომისტი რამაზ გერლიანის განცხადებით, გაუჩინარებისას „სიკვდილთან შეხვედრა“ ჰქონდა დაგეგმილი და „პოლიციამ მიუსწრო“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს