გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება,-ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 დეკემბერს, 14:00-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდება აბონენტებს სოფლებში გლდანი, მამკოდა, ლელუბანი, თიანეთის გზატკეცილზე, ხოლო 16:00-დან 17:00 საათამდე - სოფელი დიღომში, დიდ დიღომში ხატაეთის, შერმადინის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ნურადინ ფრიდონის, ვახუშტი ბატონიშვილის, ჰუგო ჰუბერტის ქუჩებზე, ჩალიპირებში და მიმდებარე ტერიტორიაზე.
09:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდება მომხმარებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წითელსოფელი, ლაშარის ჯვარი, ნავაზარი, ნაოზა, ბაგიჭალა, ჭოპორტი, მისაქციელი, ახალდაბა, ბულაჩაური.
11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშებათ მომხმარებლებს მცხეთის რაიონის სოფლებში ახალუბანი, სელექცია, ნატახტარი, წილკანი, ნატახტარი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,-აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.