ირაკლი კობახიძე - თუ ოჯახის წევრი მოგიკლა ვიღაცამ და არც აღიარებს, არც ბოდიშს იხდის, იმას რანაირად უნდა შეურიგდე?! ამაზეა საუბარი - ლოგიკურ წინაპირობაზე და არა ულტიმატუმზე

ეს არის ლოგიკური წინაპირობა - თუ ოჯახის წევრი მოგიკლა ვიღაცამ და არც აღიარებს, არც ბოდიშს იხდის, იმას რანაირად უნდა შეურიგდე?! ამაზეა საუბარი - ლოგიკურ წინაპირობაზე და არა ულტიმატუმზე, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ რაღაც პოლიტიკური ინტერესებით,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის ინიციატივის კონტექსტში "ქართულ ოცნებას" წინაპირობების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, მათი პოზიციაა, რომ ყველაფრის წინაპირობა არის შეფასება, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულების.

"ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ ყველაფრის საფუძველი უნდა იყოს შეფასება და პრეზიდენტმაც ამაზე გაამახვილა ყურადღება თავის გამოსვლაში, უნდა შეფასდეს ყველაფერი, მათ შორის, ის დანაშაულები რაც ჩაიდინა "ნაციონალურმა მოძრაობამ". თუ ეს ყველაფერი შეფასდება, ამას თუ მოჰყვება აღიარება და განცხადება, რომ ასეთი დანაშაულების ჩამდენი პოლიტიკური პარტიის ადგილი არ არის დემოკრატიულ პოლიტიკურ სივრცეში, ამის შემდეგ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ შერიგებაზეც და ყველაფერზეც, მაგრამ ამის იმედი რამდენად შეიძლება გვქონდეს არ ვიცი.

ქალბატონმა სალომემაც აღნიშნა, რომ ვერავის გარანტიას ვერ მისცემს, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება, როგორი იქნება შედეგები ეს არავინ იცის, პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ მისთვის ადვილად გასათვლელი არ არის შედეგები და ბუნებრივია, არც ჩვენთვის არის ადვილად გასათვლელი. ეს არის ლოგიკური წინაპირობა, წარმოიდგინეთ - თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს ვიღაცამ რაღაც დაგიშავათ, ჯერ ხომ უნდა აღიაროს იმ ადამიანმა, რომ დანაშაული აქვს ჩადენილი შენი ოჯახის წინააღმდეგ, მერე იწყება შერიგებაზე საუბარი, თუ ოჯახის წევრი მოგიკლა ვიღაცამ და არც აღიარებს, არც ბოდიშს იხდის, იმას რანაირად უნდა შეურიგდე?! ამაზეა საუბარი - ლოგიკურ წინაპირობაზე და არა ულტიმატუმზე, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ რაღაც პოლიტიკური ინტერესებით,"- განაცხადა კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მზად არიან მაქსიმალური წვლილი შეიტანონ პოლარიზაციის ხარისხის შემცირებაში, თუ ამ კუთხით იქნება მნიშვნელოვანი პრეზიდენტთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა, ამისთვისაც მზად არიან.

"ჩვენ არ ვართ ამ პროცესის წარმმართველები, ინიციატივა გამოავლინა პრეზიდენტმა და ჩვენ უნდა დაველოდოთ მის კონკრეტულ ქმედებებს, ინიციატივებს და ამის მიხედვით გვექნება ჩვენ რეაქცია. რაც შეეხება ზოგადად ამ ინიციატივას, მის მიზანს, ეს არის პოლარიზაციის შემცირება, ჩვენთვის ეს არის არამარტო მისაღები, არამედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

რეალურად, "ნაცმოძრაობა" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოლარიზაცია გაიზარდოს, თქვენ გახსოვთ, ისინი პრეზიდენტის რეზიდენციაშიც კი არ მივიდნენ, მუდმივად საუბრობენ მესამე პრეზიდენტზე - ეს მესიჯია სააკაშვილთან დაკავშირებით მაშინ, როცა მოქმედ პრეზიდენტს არ სცეს ელემენტარული პატივი და არ მივიდნენ პრეზიდენტის რეზიდენციაში. ეს მეტყველებს მათ ბუნებაზეც, მათ მიზნებზეც, მათ არ სურთ პოლარიზაციის შემცირება, რადგან ხედავენ, რომ მათთვის პოლარიზაცია არის ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ მიზნებს მიაღწიონ, თუმცა, სინამდვილეში პოლარიზაციაც ისევე, როგორც დეპოლარიზაცია, ორივე "ნაცმოძრაობისთვის" არის საზიანო, რადგან მთლიანად არიან აცდენილნი იმ ხაზს, რასაც ჰქვია ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესები,"- განაცხადა კობახიძემ.

მას ასევე ჰკითხეს გიორგი მარგველაშვილის სურვილზე, მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი, რაზეც კობახიძემ აღნიშნა, რომ "გიორგი მარგველაშვილი საერთოდ არ არის საინტერესო".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა