ირაკლი ხმალაძე - 1-ელი თებერვლიდან მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული ინტეგრირება და ამოქმედდება გადახდის სხვადასხვა პაკეტი

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის დანერგვა მგზავრებს აძლევს შესაძლებლობას, 7 განსხვავებული პაკეტიდან მათთვის სასურველი შეისყიდოს.

ხმალაძის თქმით, მოქალაქეს შეუძლია, გააკეთოს არჩევანი 7 განსხვავებული პაკეტიდან და მისთვის სასურველი ვადიანი და ფასიანი სერვისი შეიძინოს.

„1-ელი თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი, ულიმიტო სისტემა ამოქმედდება. ახალი პაკეტები, რომელსაც მუნიციპალიტეტი მომხმარებლებს სთავაზობს, 5 იანვრიდან გაიყიდება. მოქალაქეს შეუძლია, გააკეთოს არჩევანი 7 განსხვავებული პაკეტიდან და მისთვის სასურველი ვადიანი და ფასიანი სერვისი შეიძინოს. მნიშვნელოვანია, რომ გადახდის ახალ სისტემაში, დღევანდელი მოდელისგან განსხვავებით, ინტეგრირდება მიკროავტობუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ მიკროავტობუსში და მიკროავტობუსიდან სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაჯდომა მოხდება სრულიად უფასოდ. მნიშვნელოვანია ასევე შეღავათიანი და უფასო მგზავრობები, რომელიც გავრცელდება მომხმარებლების არაერთ კატეგორიაზე, როგორიცაა სტუდენტები, მოსწავლეები, მასწავლებლები, სოციალურად დაუცველები და სხვა მრავალი, რომლებიც ზოგ შემთხვევაში - უფასო, ზოგ შემთხვევაში კი - მნიშვნელოვნად შეთავათიანი ტარიფით ისარგებლებენ“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე განმარტებით, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში არაერთი რეფორმა განხორციელდა - გადახდის სააბონემენტო სისტემის შემოღებაზე მუნიციპალიტეტი ბოლო ორი წელია აქტიურად ლაპარაკობს, რაზეც მუშაობა დასრულებულია და პირველი თებერვლიდან ამოქმედდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა