პრემიერი ქართველ ელჩებს - პანდემიის პერიოდში თქვენ გიწევდათ მუშაობა ვაქცინებისა და სამედიცინო აღჭურვილობის მოძიებასა და მიწოდებაზე, მოქალაქეებისთვის საგანგებო ფრენების ორგანიზებაზე და თქვენი მხარდაჭერა სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო

მადლობას გიხდით გაწეული საქმიანობისათვის, იმ წვლილისათვის, რაც საგარეო პოლიტიკური კუთხით საქართველოს არაერთ წარმატებაში მიგიძღვით, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ელჩების კონფერენციაზე, რომელიც ონლაინ-რეჟიმში გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ვაქცინებისა და სამედიცინო აღჭურვილობის მოძიების პროცესში ქართველი დიპლომატების როლს და მინისტრ დავით ზალკალიანს და დიპლომატებს მადლობა გადაუხადა.

„ბუნებრივია, ჩვენ ძალიან რთული პერიოდი გვქონდა, ბოლო ორი წელი პანდემია გაგრძელდა და თქვენ გიწევდათ მუშაობა ვაქცინებისა და სამედიცინო აღჭურვილობის მოძიებასა და მიწოდებაზე, დედამიწის სხვადასხვა კუთხეებში დარჩენილი ჩვენი მოქალაქეებისთვის საგანგებო ფრენების ორგანიზებაზე, ყველაფერზე, რაც ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ქვეყანას უკავშირდებოდა და თქვენი მხარდაჭერა, თქვენი ჩართულობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ხშირ შემთხვევაში, სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამ რთულ ვითარებაში თქვენ გამოიჩინეთ მაღალი პროფესიონალიზმი, სოლიდარობისა და წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი უჩვენეთ მთელს საერთაშორისო საზოგადოებას. თქვენ მართლაც არაერთხელ შეძელით შეუძლებელი და მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყველას ჩვენი მთავრობის სახელით, პირადად ჩემი სახელით, მადლობა მინისტრს და მადლობა თითოეულ თქვენგანს. რა თქმა უნდა, ეს თავდაუზოგავი შრომა, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, თქვენი ჩართულობა და თავდადება დღეს მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. მხოლოდ ასეთი ჩართულობით, საერთო ძალისხმევით შევძლებთ, ეს პანდემია ერთხელ და სამუდამოდ დავძლიოთ, დავამარცხოთ და გავაგრძელოთ ნორმალური ცხოვრება. პანდემიამ დაგვანახა გლობალური საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის გამოწვევები უსაფრთხოების, ეკონომიკური თუ ჯანდაცვის მიმართულებებით. მე მჯერა, რომ არჩეული გზისა და ფასეულობების ერთგულებით, მეგობრებსა და პარტნიორებთან ერთად, წარმატებით დავძლევთ ყველა სირთულეს, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს გავიყვანთ სამშვიდობოს", - განაცხადა პრემიერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა