ელჩების ყოველწლიური კონფერენცია - "საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე" ვირტუალურ რეჟიმში მიმდინარეობს

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა, „ელჩების კონფერენცია 2021 – საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე" ონლაინ ფორმატში იმართება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კონფერენცია საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გახსნა.

„ღონისძიების მონაწილეებს მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელს და დიპლომატიურ კორპუსს ნაყოფიერი საქმიანობისთვის და მიმოიხილა მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური საკითხები, ის პოზიტიური შედეგები რაც უკავშირდება ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მიმართულებას, ასევე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას რეგიონში სტაბილურობის და გრძელავდიანი მშვიდობის უზრუნველყოფის მიმართულებით, მან ხაზი გაუსვა საქართველოს როლის და ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენის მნიშვნელობას და ამ მხრივ დიპლომატიური მისიების ძალისხმევას. ყურადღება გამახვილდა დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სამშვიდობო სტრატეგიის შემუშავებსა და მის მნიშვნელობაზე, ასევე დიაპორასთან ურთიერთობის განმტკიცებასა და ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში მათ ჩართულობაზე. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა გლობალურად და ქვეყნის მასშტაბით არსებული გამოწვევების დაძლევის აუცილებლობას, მხარი დაუჭირა და სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას არსებული გამოწვევების დაძლევის გზაზე, ასევე ყურადღება გაამახვილა ქართული დიპლომატიის როლზე ქვეყნის პოტენციალის და განვითარების ეფექტიანი წარმოჩენის პროცესში. მან დიპლომატებს ინფორმაცია მიაწოდა პრეიზდენტის ინიციატვით დაგეგმილ ქალ ლიდერთა ფორუმზე, რომელიც მომავალ წელს გაიმართება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში, შეჯამდება საგარეო პოლიტიკის მიმართულებით 2021 წელს გაწეული საქმიანობა და ასევე განიხილება 2022 წლის სამოქმედო გეგმა. მისივე თქმით, მიმდინარე წელს, საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებს მიაღწია. აღსანიშნავია, საქართველოს მონაწილეობა ნატოს, ეუთოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალებში და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნის მიმართ ურყევი მხარდაჭერის დადასტურება. ამასთან, საყურადღებოა ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, პარტნიორების მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ გაკეთებული არაერთი განცხადება. გარდა ამისა უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში და მის მიერ გაწეული ძალისხმევა, რათა საქართველოს მოლოდინები მაქსიმალურად ყოფილიყო ასახული საბოლოო დეკლარაციაში.

დავით ზალკალიანმა ასევე განმარტა, რომ ელჩების კონფერენციაზე განხილული იქნება 2021 წლის მთავარი გამოწვევები, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე აგრესიული პოლიტიკა. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდება რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით საქართველოს ნაბიჯებზე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, საქართველოს პირველი დიპლომატის განცხადებით, კონფერენციის ფარგლებში საუბარი შეეხება მომავალი წლის სამოქმედო გეგმას, რომელშიც პრიორიტეტულ მიმართულებებად რჩება ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია, დეოკუპაციის სტრატეგიაზე მუშაობის დასრულება და რეგიონული პოლიტიკა.

ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2022
გიორგი კუნაძე - რუსეთის რეჟიმის  კრახი გარდაუვალია, დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია
საქართველოს უძრავი ქონების პირველად ბაზარზე ფასების ცვლილების დინამიკა 2022 წლის ზაფხული (R)
სს ლიბერთი ბანკის საცალო საბანკო საქმის მიმართულების დირექტორად თორნიკე კორძაია დაინიშნა
USAID-ის პროგრამის ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის’’ და  ,,ტრანსფორდის“ ერთობლივი ინიციატივით 43 ადამიანი დასაქმდა