გიორგი ბოტკოველი - უშაქრო  ჩაისა და წყლის მეტი არაფერი მიგვიღია - ვიტარებთ სწრაფ ტესტებს და მაქსიმალურად ვუფრთხილდებით

როგორ შეიძლება საუბარი იყოს პოლიტიკურ შეთანხმებაზე, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში გყავს გამოკეტილი. რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილმა ეს ძალიან კარგად იცის და ძალიან კარგად იცის ხელისუფლებამ , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური დევნა ქვეყანას აზიანებს.

„ნებისმიერი შეთანხმება პოლიტიკურ თანხმობაზე შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების გარეშე ვერ მოხდება. მთავარი არის ერთი რამ, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება მიღებული იქნას და ამას ეროვნულ შეთანხმებას დავარქმევთ, თუ პოლიტიკურს, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ის, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყო ამ ქვეყანაში ბოლო პოლიტიკური პატიმარი. ნებისმიერმა ხელისუფალმა უნდა იცოდეს ის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა მხოლოდ დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის“, - აცხადებს ბოტკოველი.

მან ასევე ისაუბრა შიმშილობის პროტესტის მონაწილეებზე.

„უშაქრო ჩაისა და წყლის მეტი არაფერი მიგვიღია. რაც შეეხება ჩვენს სამედიცინო კონტროლს, მაქსიმალურად კონტროლზე გვყავს თითოეული ადამიანი, კონტროლზე ვარ მეც. ვიტარებთ სწრაფ ტესტებს და მაქსიმალურად ვუფრთხილდებით ერთმანეთს და იმ საერთო საქმეს, რომელიც დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს“, - აცხადებს ბოტკოველი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო