საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბაქოში ბურჭულაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან.

უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის.

„შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონისა და მსოფლიო უსაფრთხოების საკითხები, ისაუბრეს საფრთხეებსა და გამოწვევებზე. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და განმტკიცების აუცილებლობა. კერძოდ, ორმხრივი ფორმატის განხილვისას, განსაკუთრებული ადგილი დაეთმო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში აზერბაიჯანელი სამხედროების მონაწილეობას, ასევე, სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი ერთობლივი წვრთნები და სწავლებები, ექსპერტთა დონის შეხვედრები კიდევ უფრო აახლოებს ჩვენი ქვეყნის სამხედროებს და აძლიერებს ურთიერთთავსებადობას.

მოგვიანებით, ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა ხელი მოაწერეს 2022 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა