სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ფერმერებს ვეტერინარული პრეპარატების სწორად გამოყენების შესახებ რეკომენდაციები გააცნეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიისა და სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის სპეციალისტები გარდაბნის მუნიციპალიტეტში ფერმერებს შეხვდნენ და ცხოველთა მოვლისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე რეკომენდაციები გააცნეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც 20-მდე ფერმერული მეურნეობის წარმომადგენელი ესწრებოდა, განიხილეს პირველად წარმოებაში ვეტერინარული პრეპარატების სწორად გამოყენების აუცილებლობა, რაც მნიშვნელოვანია ცხოველთა დაავადებების ეფექტურად მართვისა და მომხმარებელთა ინტერესებისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად.

„სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერთა ინფორმირების მიზნით მსგავს შეხვედრებს სხვადასხვა რეგიონებში გამართავს.

პირველადი წარმოება არის პროცესი, რომელიც მოიცავს მცენარის მოყვანას (მოსავლის აღების, ნაყოფის კრეფის ჩათვლით); ცხოველის გაზრდას, მოშენებას დაკვლამდე, აგრეთვე რძის წველას. სურსათის ეროვნული სააგენტო პირველადი წარმოების კონტროლს 2021 წლიდან ახორციელებს (ჩატარდა 407 ინსპექტირება)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი
ქართული პრესის მიმოხილვა 24.01.2022
რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
ჰიუნდაიმ რობოტექნიკისა და მეტავერსის მიმართულებით საკუთარი ხედვები მედიასა და ვიზიტორებს CES 2022-ის ფორუმზე წარუდგინა
„ავერსის“ აფთიაქებში საპენსიო ასაკის მოქალაქეებისა და დევნილებისთვის ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია
თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია (R)
100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა