საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლისთვის ღია ბანკინგის ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია

“საქართველოს ბანკი” ღია ბანკინგის მიმართულებით სიახლეების დანერგვას განაგრძობს. ბიზნესის ყოველდღიური საქმიანობის გასამარტივებლად, ბანკმა იურიდიული პირებისთვის ღია ბანკინგის პირველი ეტაპი აამოქმედა, რომელიც ინფორმაციაზე წვდომას გულისხმობს. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ამიერიდან ბიზნეს მომხმარებელი შეძლებს ყველა ბანკის ბიზნესანგარიში ერთ სივრცეში − ბიზნეს ინტერნეტბანკში იხილოს.

ამგვარად, ცენტრალიზებულადაა შესაძლებელი სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციის ანგარიშებზე განხორციელებული გადარიცხვების მონიტორინგი. სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსური დირექტორებისა და ბუღალტრებისთვის, რადგან ეს უმარტივებს მათ ყოველდღიურ ოპერაციებს.

„ხშირად, ფიზიკურ პირებთან შედარებით, ბიზნესს მეტად ესაჭიროება რამდენიმე ფინანსურ ინსტიტუტთან ერთდროულად თანამშრომლობა, რათა მომხმარებელს უკეთესი მომსახურება გაუწიოს. სწორედ ამიტომ, ღია ბანკინგის ეს სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იურიდიული პირებისთვის. საწყის ეტაპზე, ისინი შეძლებენ ყველა ბანკის ბიზნესანგარიში ერთ სივრცეში იხილონ. 2022 წლიდან ღია ბანკინგი ახალ ეტაპზე გადავა და უკვე გადარიცხვების შესრულებაც იქნება შესაძლებელი. ჩვენი მიზანია, ღია ბანკინგის განვითარებით, მაქსიმალურად გავუმარტივოთ ბიზნესს ისეთი ოპერციები, როგორიცაა: გადარიცხვები, გადახდები, ხელფასების ჩარიცხვა, საბანკო პროდუქტებით მომსახურება და ა.შ.“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი კინწურაშვილმა.

დეტალურად, თუ როგორ გამოიჩინოთ სხვა ბანკის ანგარიშები ბიზნეს ინტერნეტბანკში, იხილეთ ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=LqYeThhemD4

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს