ოპერატიულ ტექნიკურ სააგენტოს პარლამენტის ნდობის ჯგუფი ეწვია

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ ოპერატიულ ტექნიკურ სააგენტოს პარლამენტის ნდობის ჯგუფი ეწვია.

სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა ნდობის ჯგუფის საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში შედგა. სააგენტოს ხელმძღვანელი, დეპუტატებს სააგენტოს ფუნქცია-მოვალეობების შესახებ ესაუბრა. შეხვედრის ფარგლებში განხორციელდა ფარული მეთვალყურეობის სისტემის ტექნიკური კონტროლი.

მათივე ცნობით, ნდობის ჯგუფის წევრებს, სააგენტოს წარმომადგენლებმა გასული წლის ანგარიში წარუდგინეს და სააგენტოს სამომავლო გეგმები და მიზნები გააცნეს.

„ნდობის ჯგუფი, ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოს შემოწმებას, „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სისტემატურად ახორციელებს. ნდობის ჯგუფი უფლებამოსილია სააგენტოს წარუდგინოს რეკომენდაციები სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით.

ამავე კანონის თანახმად, სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ნდობის ჯგუფს ყოველწლიურად წარუდგენს მის მიერ გაწეული საქმიანობის სტატისტიკურ და განზოგადებულ ანგარიშს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს