პრობაციონერები ვალდებულებების შესრულებასა და სერვისების მიღებას საქართველოში შექმნილი ინოვაციური მოწყობილობით შეძლებენ

პრობაციონერები ვალდებულებების შესრულებასა და სერვისების მიღებას საქართველოში შექმნილი ინოვაციური მოწყობილობით შეძლებენ.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან ეს ყველაფერი პირობით მსჯავრდებულებისთვის ელექტრონულად იქნება უზრუნველყოფილი. ევროპაში პირველი ინოვაციური ტექნოლოგიური მოწყობილობა საპილოტე რეჟიმში ჩაირთო. „PROBBOX“-ი საზოგადოებას იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მის მოადგილესთან, ბუბა ლომუაშვილთან ერთად წარუდგინა.

„ინოვაციური ტექნოლოგიური მოწყობილობა იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში საქართველოს 6 დიდ ქალაქში - თბილისში, თელავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში განაწილდა.

შეთავაზებები სერვისების და დასაქმების შესახებ, ინფორმაცია პირობითი მსჯავრის გაუქმებაზე, რეჟიმის შემსუბუქების მოთხოვნაზე განაცხადის წარდგენა, პრობაციის ოფიცერთან კომუნიკაცია თუ მსჯავრდებულთან ვიდეო პაემნის დაჯავშნა - ამ და სხვა საჭიროებების დაკმაყოფილება „PROBBOX“-ით მოხდება. ნოვატორული სიახლის დანერგვამდე, ვალდებულებების შესასრულებლად პირობით მსჯავრდებულს პრობაციის ბიუროში მისვლა ესაჭიროებოდა.

ინოვაციური მოწყობილობის იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში განაწილება გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს.

პირობით მსჯავრდებულთა ელექტრონული კონტროლის ნოვატორული მექანიზმის შექმნის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ათწლიანი გეგმის წარდგენისას დაანონსდა. „PROBBOX“- ი 6 დიდი ქალაქის შემდეგ, ეტაპობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო