ეკატერინე ტიკარაძე ადასტურებს, რომ კომპანიებთან კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების შემოტანის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ადასტურებს, რომ კომპანიებთან კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების შემოტანის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, მოლაპარაკებების შედეგები სავარაუდოდ მომავალ კვირას გასაჯაროვდება.

„მსგავსი მოლაპარაკებები ყოველთვის კონფიდენციალურობის ხელშეკრულების ფონზე მიმდინარეობს. ახლა მიმდინარეობს გარკვეული მოლაპარაკებები და შემდეგ კვირაში, როდესაც კომპანიებისგან თანხმობა გვექნება იმასთან დაკავშირებით, რომ შეგვიძლია გავასაჯაროოთ მოლაპარაკების დეტალები, ამასთან დაკავშირებით განცხადებას გავაკეთებთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა მძიმე ავადმყოფობის რისკის ქვეშ მყოფი 12 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის „ფაიზერის“ მიერ შექმნილი კოვიდ 19-ის სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცა. კლინიკური კვლევების შედეგების თანახმად, ორალური ანტივირუსული პრეპარატი „პაქსლოვიდი“ მძიმე დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების პრევენციის კუთხით 89 %-ით ეფექტურია. კომპანია „ფაიზერში“ აცხადებენ, რომ ახლახანს ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის მონაცემებმა აჩვენა, რომ პრეპარატი, სავარაუდოდ, ინარჩუნებს ეფექტურობას კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის მიმართ. შეერთებულ შტატებს მედიკამენტის 10 მილიონი კურსისთვის საჭირო რაოდენობაზე კონტრაქტი გაფორმებული აქვს. ერთი კურსის ღირებულება 530 აშშ დოლარია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა