თამარ გაბუნიას განმარტებით, „ომიკრონის" რისკების გათვალისწინებით, ჯერ არ არის დრო, ისეთი თამამი გადაწყვეტილება მიიღონ, რაც კლუბების გახსნას უკავშირდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, „ომიკრონის" რისკების გათვალისწინებით, ჯერ არ არის დრო, ისეთი თამამი გადაწყვეტილება მიიღონ, რაც კლუბების გახსნას უკავშირდება.

როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კორონავირუსის ახალი შტამის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე თავი შეიკავონ დამატებითი შეზღუდვების მოხსნისგან.

"ამ პირობებში, როდესაც ჩვენ "ომიკრონის" ტალღას ველოდებით, ვადევნებთ თვალს ევროპაში როგორ მკაცრდება ყოველდღე მოთხოვნები რეგულაციებთან დაკავშირებით. ძალიან რთული განსამარტია, თუ რატომ შეიძლება დავუშვათ ახალი გახსნები, მაგალითად, კლუბებთან მიმართებაში. ჯერ არ არის იმის დრო, რომ ჩვენ ასეთი თამამი გადაწყვეტილება მივიღოთ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც "ომიკრონის" რისკი ძალიან რეალურია. ცოტა დრო გვჭირდება. რა თქმა უნდა, ყველას ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ ჩვეულ რეჟიმს, როგორც გართობის, ისე სოციალური და სხვა აქტივობის მიმართულებას. რისკი "ომიკრონს" უკავშირდება, რომელსაც ბევრი კითხვის ნიშანი აქვს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე თავი შევიკავოთ დამატებითი შეზღუდვების გაიოლებისგან - საკოორდინაციო საბჭოს პოზიციაც ამგვარია",- აღნიშნავს გაბუნია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა