კელი დეგნანი ნიკოლოზ სამხარაძეს და ირაკლი ბერაიას შეხვდა

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი პარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძეს და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიას შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, შეხვედრაზე ვაშინგტონში განხორციელებულ ვიზიტზე ისაუბრეს და ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, ვისაუბრეთ დელეგაციის განხორციელებულ ვიზიტზე ვაშინგტონში, იმის შესახებ თუ რა სახის შეხვედრები ჩატარდა ვაშინგტონში ვიზიტისას. დელეგაციას ჰქონდა შეხვედრები კონგრესთან, სახელმწიფო დეპარტამენტთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ზოგადად განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები. ძალიან მნიშვნელოვანია ღია კომუნიკაცია. ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საკითხებზე, განსაკუთრებით ამ მნიშვნელოვან პერიოდში,"- განაცხადა კელი დეგნანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს