გიორგი გახარიას პარტია კახა კალაძეს საკრებულოს სხდომაზე იბარებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის დროებით შეჩერებას მოითხოვს

ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ თბილისის მერს საკრებულოს სხდომაზე იბარებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის დროებით შეჩერებას მოითხოვს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში, პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს და ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი შარაშიძემ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ, ერთჯერადი მომსახურების საფასური ორმაგდება და მოქალაქეს 50 თეთრის ნაცვლად ერთი ლარის გადახდა მოუწევს.

„თბილისის მერია აპირებს გადახედოს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე საფასო პოლიტიკას და შემოიღოს ტრანსპორტისთვის ახალი საბარათე სისტემა და გაზარდოს, რაც ყველაზე მტკივნეულია, მგზავრობაზე ერთჯერადი მომსახურების საფასური, კონკრეტულად 50 თეთრი გააორმაგოს და გახადოს ერთი ლარი, რაც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება ჩვენს მოქალაქეებს, იმ ფონზე, როდესაც პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებს და მთავრობა ვერ ახერხებს დაუპირისპიროს მას ქმედითი და თანმიმდევრული ზომები. ასევე იმ ფონზე, როდესაც არის რეკორდულად გაზრდილი ინფლაცია და ჩვენი მოქალაქეები ფაქტობრივად ყოველდღიურად იბრძვიან გადარჩენისთვის და ოჯახის შენახვისთვის“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ საკრებულოში იბარებს თბილისის მერს კახა კალაძეს და გასცეს საზოგადოებას პასუხი რეალურად გაძვირდა თუ შემცირდა ტრანსპორტით მგზავრობის საფასური.

„მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი, ვგულისხმობ საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმას და მისი ხელმისაწვდომ და კომფორტულ სარგებლობას, საკრებულოს უახლოებს სხდომაზე თბილისის მერი კახა კალაძე პირადად გამოცხადდეს ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების წინაშე, რაც ჩვენი აზრით წერტილს დაუსვამს გავრცელებულ მანიპულაციებს, სხვადასხვა ტიპის მოსაზრებებს გაძვირდა რეალურად თუ შემცირდა მგზავრობის ტარიფები. ამავე დროს, ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ მოუწოდებს თბილისის მთავრობას და საკრებულოს, რომ დროებით შეჩერდეს აღნიშნული ინიციატივის გატანა, მოხდეს მისი განხილვა კომპეტენტური პირების და საზოგადოების ფართო ფენების მონაწილეობით, იმისათვის, რომ თბილისელებს არ ჰქონდეთ არანაირი კითხვა და პრობლემა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ახალი ტარიფების შესახებ. ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს სატრანსპორტო რეფორმისა, კონკრეტულად, თუნდაც საბარათე სისტემისა, რომელიც გულისხმობს შეღავათებს ხანგრძლივ და მრავალჯერად მგზავრობაზე, თუმცა წინააღმდეგი ვიქნებით თუნდაც იმ მოქალაქეებისთვის მგზავრობის ტარიფის გაძვირებაზე, რომლებიც დღეში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა