BAG ინდექსი -კომპანიების უდიდესი ნაწილი დასაქმებულთა რაოდენობას კვლავ უცვლელად ინარჩუნებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიები გასულ და მიმდინარე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილებას BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში აჯამებენ.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ ნახევარში, მზარდი ეკონომიკური აქტივობის პარალელურად, კომპანიების დიდმა ნაწილმა დასაქმებულთა რაოდენობა გაზარდა. 2021 წლის მესამე კვარტლიდან კი, ზრდის ტემპი შენელდა, რადგან გამოკითხულთა უმეტესობა დასაქმებულთა რაოდენობას უცვლელად ინარჩუნებს. კერძოდ, 2021 წლის III კვარტალში, გამოკითხულთა 66%-ს, ხოლო IV კვარტალში - 75%-ს არ შეუცვლია დასაქმებულთა რაოდენობა. ბოლო კვლევის თანახმად, აღნიშნული ტრენდი გრძელდება - გამოკითხულთა 71%, 2022 წლის I კვარტალში, არ გეგმავს დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილებას.

მათივე ცნობით, BAG ინდექსი, კომპანიებში გასულ და მიმდინარე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილების პარალელურად, მომდევნო სამი თვის განმავლობაში დასაქმების მოსალოდნელ ცვლილებასაც იკვლევს.

„BAG-ის დასაქმების ბარომეტრი სწორედ ამ მოლოდინებს აჯამებს და აგრეგირებული სახით წარმოგვიდგენს კომპანიების გეგმებს დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილებასთან დაკავშირებით. დასაქმების ბარომეტრი მიმდინარე, IV კვარტალში, მცირედით გაუმჯობესდა, რაც დასაქმების ზრდის მოლოდინის მქონე კომპანიების წილის ზრდაზე მიუთითებს (მთლიანად გამოკითხულთა შორის). თუმცა, მცირედი ცვლილებების მიუხედავად, 2021 წლის განმავლობაში, დასაქმების ბარომეტრი მეტნაკლებად ერთ დონეზეა, რაც დასაქმებასთან დაკავშირებული მოლოდინის სტაბილურობას ასახავს. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ 2021 წლის განმავლობაში დასაქმების ბარომეტრი 2020 წლის მდგომარეობასთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. ეს ზრდა, ისევდაისევ, ეკონომიკის გააქტიურებისა და ბიზნესის პანდემიურ გარემოსთან მორგების შედეგია. დასაქმების ბარომეტრი BAG ინდექსის შემადგენელი ნაწილია, რომელიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების მოსაზრებებს აჯამებს. კვლევის შედეგები ასოციაციის ვებ-გვერდზე ყოველ კვარტალში ქვეყნდება და საზოგადოებას აცნობს ბიზნესწრეებში არსებულ განწყობასა და მოლოდინს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო