გიგა ბოკერია - ამ მომენტისთვის ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს - მოვედით, რომ მოვუსმინოთ პრეზიდენტს, რამე ხომ არ არის ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით ან ვერ ვხედავთ

ამ მომენტისთვის ოპტიმიზმის არანაირი საფუძველი არ გვაქვს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ბოკერიას თქმით, თუ პრეზიდენტთან შეხვედრისას ოპტიმიზმის წინაპირობა გამოიკვეთება, კარგი იქნება.

„ამ მომენტში ოპტიმიზმის არანაირი საფუძველი არ გვაქვს. მოვუწოდებდი ყველას, რომ ტყუილად ოპტიმიზმი, სანამ ამის საფუძველი არ გამოჩნდება, არ გამოხატონ, იმიტომ, რომ ეს მერე გამოყენებულია სამთავრობო პროპაგანდის მხრიდან რასაც უკვე ვხედავთ, როგორც მათი ძალის დემონსტრირება და პირიქით, ოპონენტების მხრიდან უძლურების დემონსტრირება.

თუ ვცდებით და მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ არსებობს წინაპირობები, კარგი იქნება და გაგვიხარდება, ოღონდ ამ მომენტისთვის ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს. მადლობელი ვართ მოწვევისთვის, მოვედით, რომ მოვუსმინოთ პრეზიდენტს, რამე ხომ არ არის ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით ან ვერ ვხედავთ. რაც ვიცით, იმაზე დაყრდნობით ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს”, - განაცხადა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო