გია ვოლსკი - „დასავლური მანიფესტი" ძალიან ირონიულად ჟღერს სააკაშვილის პირიდან, თუ უფრო მძიმედ არა, ვინაიდან, ყველაფერი, რაც კი დასავლური იყო, ფეხქვეშ გათელა და იავარქმნა

თავად სათაური "დასავლური მანიფესტი" ძალიან ირონიულად ჟღერს სააკაშვილის პირიდან, თუ უფრო მძიმედ არა, ვინაიდან, ყველაფერი, რაც კი დასავლური იყო, ფეხქვეშ გათელა და იავარქმნა, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი სააკაშვილის წერილს სახელწოდებით "დასავლური მანიფესტი", რომელიც მის პირად ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.

ვოლსკის განცხადებით, სააკაშვილის მმართველობას "არაფერი დასავლური არ სცხია".

„მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს თუ შევეხებით რუსეთის ინტერესები იყო ამიერკავკასიაში სამხედრო დამკვიდრება, ამის საწინააღმდეგო გეგმას რომ დახევ, იმ ფორმატებს რომ დაანგრევ, რომელიც შეგიქმნა დასავლეთმა, რუსეთს რომ საშუალებას მისცემ და ამ საშუალებას კიდევ ხელმოწერით გაუმართლებ, რომ ის არის სწორი და არა ჩვენ, ამას არ ჰქვია დასავლური პოზიცია და განსაკუთრებით არაფერი დასავლური არ არის იმაში, როცა ადამიანს აწამებ და ამის შესახებ არათუ იცი, ამის ორგანიზებას აკეთებ და ეს გაქვს სისტემური მექანიზმად სახელმწიფოს მართვის. არაფერი დასავლური არ სცხია იმ მართვას, როცა ერთი ყავარჯიანი კაცი მეორეს აუპატიურებს,", - განაცხადა ვოლსკიმ.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
პაატა დავითაია - ნეიტრალური პოზიციით ხელისუფლებამ  შესაძლოა,  ისეთი დარტყმები მიიღოს, რაც მას  სრულად ჩამოშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 24.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!