კობა კობალაძეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო - საპატიო სიგელი გადაეცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო - საპატიო სიგელი გადაეცა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ კობა კობალაძეს დევნილ ვეტერანებზე ყოველდღიური ზრუნვის, საიმედო თანამშრომლობისა და განსაკუთრებული ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა:

„1992-1993 წლებში, აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების დროს გამოჩენილი სიმამაცისა და თავდადებისთვის, აფხაზეთიდან დევნილ ომის ვეტერანებზე სისტემატიური ზრუნვისა და მხარდაჭერისთვის, აქტიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეროვნული პოზიციებისათვის დღეს ამ საპატიო სიგელს გადავცემთ სამშობლოს ერთგულ შვილს, ღირსეულ გენერალს, კობა კობალაძეს’’,-განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

როგორც აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრმა, რუდიკ ცატავამ განმარტა, კობა კობალაძე მადლობას და დაფასებას იმსახურებს.

„განსაკუთრებით მინდა, ეს ჯილდო მივულოცო კობა კობალაძეს; დღეს არ მინდა ვისაუბრო ამ უდიდესი პიროვნების, საზოგადო მოღვაწის სამხედრო რეგალიებზე; ეს არის კაცი, რომელსაც ძალიან უყვარს აფხაზეთი და აფხაზეთის ქართველობა; ყველა იმ ძალისხმევისთვის, რასაც ჩვენი ხალხისთვის აკეთებს, ყველა გადარჩენილი სიცოცხლისთვის, ის, ჩვენგან, იმსახურებს მადლობას და დაფასებას. წარმატებები მას და მთელს ვეტერანთა სამსახურს’’, - აღნიშნა რუდიკ ცატავამ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, დღეს, საპატიო სიგელებით, ღვაწლმოსილ მედიკოსებთან და აფხაზეთის საზოგადო მოღვაწეებთან ერთად, ასევე, დაჯილდოვდნენ აფხაზეთის ომის ვეტერანები, 23-ე ბრიგადის მერვე ბატალიონის ასეულის მეთაური, ჯემალ სვანიძე და 23-ე ბრიგადის მეორე ბატალიონის ოცეულის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი თეიმურაზ დარჯანია.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს